დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისის საკრებულომ გმირთა მოედანზე ცათამბჯენების პროექტი დაამტკიცა

თბილისის საკრებულომ გმირთა მოედანზე ცათამბჯენების პროექტი დაამტკიცა

28-12-2023 16:37:00

თბილისის საკრებულომ „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი დაამტკიცა. 

პროექტს მხარი 23 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი იყო საკრებულოს 5 დეპიტატი.

52 და 40-სართულიან შენობებში 1000-1000 საცხოვრებელი ბინა და კომერციული ფართი იქნება, ჯამში, პროექტი 155 599 კვადრატულ მეტრს მოიცავს.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის აგვისტომდე ეს ტერიტორია შპს „კოსტავა 69-ს" ეკუთვნოდა. თავის მხრივ, ამ კომპანიას ფლობდა ფონდი „ქართუ“, რომელიც მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისაა. „კოსტავა 69-ის" დირექტორი მისი დისშვილი კახა კობიაშვილია.

2023 წლის აგვისტოში "ლაგუნა ვერე" და ყოფილი აბრეშუმის ქარხნის ტერიტორია შპს „ნეო სითი დეველოპმენტმა” იყიდა. ბიზნესრეესტრის მონაცემებით, 2023 წლის 7 აგვისტოს „ნეო სითი დეველოპმენტის“ 100%-იან წილზე "ქართუ ფონდის" სასარგებლოდ გირავნობის უფლება დარეგისტრირდა.

„ნეო სითი დეველოპმენტი“ 2023 წლის მარტში დაფუძნდა. კომპანიის დირექტორია ტარიელ გაბუნია, ხოლო 100%  „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი მარიკა ვერულაშვილია.

 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები