დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისი-ბათუმის მატარებლის ვაგონში კონდიცირების გათიშვის გამო საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ჯრტ ტიპის მატარებლით ჩაიყვანს

თბილისი-ბათუმის მატარებლის ვაგონში კონდიცირების გათიშვის გამო საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ჯრტ ტიპის მატარებლით ჩაიყვანს

09-08-2023 10:10:46

თბილისი-ბათუმის მატარებლის ვაგონში კონდიცირების გათიშვის გამო საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ჯრტ ტიპის მატარებლით ჩაიყვანს.

„ძვირფასო მგზავრებო, მატარებელს რომელიც თბილისიდან ბათუმის მიმართულებით 10:25 წუთზე გავა, მესამე ვაგონში გაეთიშა კონდიცირება. სწორედ ამიტომ, საქართველოს რკინიგზა მესამე ვაგონის მგზავრებს ბათუმის მიმართულებით, ჯრტ ტიპის მატარებლით ჩაიყვანს, სადაც გამართულად მუშაობს გაგრილების სისტემა. დამატებითი მატარებელი თბილისიდან 10:50-ზე დაიძრება. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ბათუმიდან 18:20-ის რეისზე შტადლერის ტიპის მატარებლით თბილისში მომავალი მესამე ვაგონის მგზავრები, წამოვლენ ასევე ჯრტ ტიპის მატარებლით. დამატებითი მატარებელი 18:50-ზე დაიძრება.

საუბარია მხოლოდ მესამე ვაგონის მგზავრებზე ორივე მიმართულებით. შექმნილი უხერხულობის გამო საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით. ბილეთის ღირებულების სხვაობა ყველა მესამე ვაგონის მგზავრს აუნაზღაურდება“, - აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები