დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სტიქიის ეპიცენტრში ტერიტორიის დაახლოებით 26% შესამოწმებელია

სტიქიის ეპიცენტრში ტერიტორიის დაახლოებით 26% შესამოწმებელია

14-08-2023 13:20:22

გუშინ ერთი ავტომანქანა იქნა ნაპოვნი, ოღონდ შიგნით არავინ იყო. მანქანა ცარიელი იყო, თუმცა როგორც ვიცით, მისი მფლობელი დაკარგულია და ვეძებთ ამ ადამიანებს, - ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა რაჭაში ჟურნალისტებს განუცხადა.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ჩატარდა თათბირი და კიდევ ახალი მიმართულებები დაიგეგმა, სადაც სამძებრო სამუშაოები განხორციელდება.

„სტიქიის ეპიცენტრში დაახლოებით, 26%-ია ტერიტორიის, რაც შესამოწმებელია. რაც არის სიახლე, გუშინ ერთი ავტომანქანა იქნა ნაპოვნი, ოღონდ შიგნით არავინ იყო. მანქანა ცარიელი იყო, თუმცა როგორც ვიცით, მისი მფლობელი დაკარგულია და ვეძებთ ამ ადამიანებს.

დაიგეგმა, რა უნდა გაკეთდეს შემდეგ, მდინარის პირას, კალაპოტში შესვლა და გადამოწმება. ამაზე შემდეგ დეტალურად გააკეთებენ განცხადებას“, - განაცხადა გომელაურმა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები