დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სტამბოლში გალათას კოშკის რესტავრაცია დაიწყო

სტამბოლში გალათას კოშკის რესტავრაცია დაიწყო

30-11-2023 10:30:48

1-ელი ნოემბრიდან სტამბოლის ერთ-ერთი საკულტო შენობის, გალათა თაუერის რესტავრაცია დაიწყო. ამ დროისათვის ვიზიტორებისთვის მხოლოდ კოშკის ტერასაა დაკეტილი. 1349 წელს აშენებულ კოშკს საუკეთესო სპეციალისტები აღადგენენ.

ძეგლთა რესტავრაციის სამსახურის არქიტექტორმა ნევჰიზ დენიზ კოიუკანმა სამუშაოს დეტალებზე ისაუბრა, რომელიც ეხება კონუსსა და კოშკის გარე საფარის შეცვლას.

კოიუკანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაგეგმილია სადამკვირვებლო ტერასის გახსნა დამთვალიერებლებისთვის ერთ თვეში, თუ ამინდის პირობები სამუშაოზე გავლენას არ მოახდენს. კოშკზე სამუშაოები სავარაუდოდ აპრილის ბოლოს დასრულდება, ფრინველების მიგრაციის პერიოდის გათვალისწინებით.

„მერვე სართულის დახურვის შემდეგ დაიწყო სამუშაოები კოშკის კონუსზე ხარაჩოების დამონტაჟებისთვის. პირველ რიგში დავიწყეთ დემონტაჟის სამუშაოები. ასევე გრძელდება ფასადის კედლების მოკვლევა. დაზიანებები დაფიქსირდა გარე ფასადზე“, - დასძინა მან.

გავიხსენოთ, რომ გალათას კოშკი საუკუნეების მანძილზე სხვადასხვა დანიშნულებას ემსახურებოდა: სადამკვირვებლო პუნქტიდან და შუქურიდან ციხემდე და სამეცნიერო ექსპერიმენტების ჩატარების ადგილამდე.

თავდაპირველად, გენუელების მიერ აშენებული კოშკი იყო ქალაქის თავდაცვის სისტემის ნაწილი. წლების განმავლობაში მან განიცადა რამდენიმე რეკონსტრუქცია და გამოყენებაში ცვლილებები. ისტორიის სხვადასხვა პერიოდში იგი იყო ციხე, ასტრონომიული დაკვირვებების ადგილი და ასევე გამოიყენებოდა როგორც შუქურა.

გალათა სტამბოლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა, რომელიც მაღალი კონუსური ცილინდრის ფორმისაა და თავის ვიზიტორებს სთავაზობს სტამბოლის ისტორიული ნახევარკუნძულისა და მისი შემოგარენის პანორამულ ხედს.

ცხრა სართულიანი კოშკის სიმაღლე 66,90 მ (62,59 მ თავზე დამაგრებული ორნამენტის გარეშე, 51,65 მ დაკვირვების ბაქანზე) შეადგენს და მშენებლობის დროს, ქალაქის ყველაზე მაღალი შენობა იყო. მიწიდან კოშკის სიმაღლე 35 მ შეადგენს. კოშკის გარე დიამეტრი 16,45 მ, ხოლო შიდა დიამეტრი 8,95 მეტრია, კედლის სისქე კი 3.75 მ შეადგენს.

კოშკის ზედა სართულებზე მდებარეობს რესტორანი და კაფე, საიდანაც დიდებული ხედი იშლება სტამბოლსა და ბოსფორზე. ასევე ზედა სართულზე მდებარეობს ღამის კლუბი, რომელიც თურქულ შოუს მასპინძლობს. კოშკში მოქმედებს ორი ლიფტი, რომლებიც ემსახურება სტუმრებს.

 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

18 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები