29 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც Coca-Cola-ს საშობაო ქარავანი ტელეეთერებში პირველად გამოჩნდა. მას შემდეგ ეს ჯადოსნური ქარავანი მთელ მსოფლიოში საშობაო-საახალწლო არდადეგების ნაწილი გახდა. როდესაც ადამიანს «Holiday are Coming» ესმის, მის ფიქრებში აუცილებლად Coca-Cola-ს საშობაო ქარავანი ამოტივტივდება.
Coca-Cola-ს საშობაო ქარავანი პოპულარულია საქართველოშიც და მის გამოჩენას ყველა დეკემბრში ელოდება.
მაგრამ ვინ შექმნა Coca-Cola-ს სატვირთო ავტომობილი, რატომ არის ის ასეთი პოპულარული და როგორ შეიცვალა იგი წლების განმავლობაში?
ეს ყველაფერი 1995 წელს დაიწყო.
სააგენტო W.B. Doner-მა შექმნა საშობაო სარეკლამო კამპანია, რომლის წყალობითაც სატვირთო მანქანების ერთობლიობა „საშობაო ქარავნის“ სახელით გახდა ცნობილი.
სატვირთოებს გვერდს უმშვენებდა სანტა კლაუსი, რომელიც Coca-Cola-სთვის მხატვარმა Haddon Sundblom-მა 1931 წელს დახატა და ასევე, მსოფლიოში ცნობილი კომპანიის Industrial Light and Magic-ის სპეცეფექტები, რომელთა ერთობლიობამაც Coca-Cola-ს საშობაო ქარავანი უმაღლეს დონეზე აიყვანა და ყველასთვის საინტერესო და მიმზიდველი გახადა.
1998 წელს "საშობაო ქარავანი III"-ის რეკლამა 100-ზე მეტ ქვეყანაში გავიდა. ვიდეო მილიონობით ადამიანმა ნახა. აღსანიშნავია, რომ ის რჩება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ რეკლამად, რომელიც ოდესმე Coca-Cola-ს მიერ შექმნილა.
საშობაო ქარავანი რეკლამის პირველად ეთერში გასვლიდან ექვსი წლის შემდეგ გაცოცხლდა. ბრენდირებულმა, წითელ-თეთრმა Freightliner-ის სატვირთო ავტომობილებმა ამერიკაში 2001 წელს პირველი საგზაო მოგზაურობა მოაწყვეს, რამაც დიდი სიხარული მოუტანა ათასობით ოჯახს.
”შობა ოჯახური დღესასწაულია! ეს არის ჩვენი რეკლამის სულისკვეთება“, - თქვა ტედ რაიანმა, Coca-Cola-ს სარეკლამო ბიუროს მაშინდელმა ხელმძღვანელმა. ”ქალაქებში ნამდვილი სატვირთო მანქანების ყოლა ჩვენი საუკეთესო რეკლამაა,” - თქვა მან.
2001 წლის შემდეგ კომპანია Coca-Cola-მ შეწყვიტა სხვა, ახლა უკვე ტრადიციული, ცნობილი სარეკლამო კამპანიების გამოყენება. თურმე ხალხი იმდენად იყო მიჩვეული Coca-Cola-ს საშობაო რეკლამას, რომ მისმა გაუქმებამ საზოგადოების სერიოზული აღშფოთება გამოიწვია! 2007 წელს, საზოგადოების მოთხოვნის გამო, რეკლამა დაბრუნდა სატელევიზიო ეკრანებზე, რაც მრავალი ადამიანისთვის დღესასწაულების დასაწყისი იყო.
Coca-Cola-ს საშობაო სატვირთო მანქანა მრავალი წლის განმავლობაში მკაფიოდ ამერიკულ ფენომენად რჩებოდა. Coca-Cola-ს სატვირთო ავტომობილების ქარავნის პირველი ევროპული შემოტევა გერმანიაში 2009 წელს გაიმართა. 2010 წელს - დიდი ბრიტანეთი იღებს თავის პირველ "საშობაო ქარავანს". მას შემდეგ მილიონობით ადამიანი მოუთმენლად ელოდა მის ჩამოსვლას წინასაახალწლო პერიოდში.
ირკვევა, რომ მხოლოდ 2013 წლის განმავლობაში ჰეშთეგი #HolidaysAreComing ტვიტერზე 57 მილიონზე მეტჯერ იქნა გამოქვეყნებული. იმავე წელს, თითქმის ორი მილიონი ადამიანი ეწვია Coca-Cola-ს ვებგვერდს, რათა ენახათ, დაგეგმილი იყო თუ არა სატვირთო მანქანის გაჩერება სადმე მათ მახლობლად.
უახლესი