საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ავსტრიის ცენტრალური ბანკის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს, რომელიც ევროპის ეკონომიკური ინტეგრაციის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას ეთმობა.
ნათია თურნავა მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში, რომლის თემა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებული პროგრესი და გამოწვევები იქნება.
CEEI-ის კონფერენციაზე ევროპის ცენტრალური ბანკების მმართველები, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო წრეების მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
ვენაში ვიზიტისას სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ასევე შეხვდება ავსტრიის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს რობერტ ჰოლცმანს, სლოვაკეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს პიტერ კაჟიმირს და ხორვატიის ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ბორის ვუჩიჩს.
უახლესი
6 საათის წინ
ბიტკოინის ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულზეა8 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა