შსს მეხანძრე-მაშველის ყოველდღიური უნიფორმას ყიდულობს. უნიფორმების შესაძენად შსს-ს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სსიპ-სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტომ ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც განაცხადების მიღება 13 ნოემბერს დასრულდება, შესყიდვის ბიუჯეტი კი 1 360 000 ლარია.
უნიფორმების მიწოდება განხორციელდება ორ ეტაპად და დასრულდება 2024 წლის ბოლოს.
უფრო კონკრეტულად ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია 6000 კომპლექტი უნიფორმის მიწოდება მოახდინოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 110 კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო 2000 კომპლექტი 2024 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით შემსყიდველის მოთხოვნიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.
საგულისხმოა ისიც, რომ 4600 კომპლექტის მიწოდება უნდა მოხდეს თბილისში, ხოლო 3400 კომპლექტის ქუთაისში.
უწყების მიერ გამოცხადებულია ასევე მეორე ტენდერი, რომელიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ მეხანძრე-მაშველებისთვის ზამთრის უნიფორმის შესყიდვას ითვალისწინებს. ზამთრის უნიფორმების შესაძენად სატენდერო ბიუჯეტი 1 060 000 ლარია, ხოლო განაცხადების მიღება 14 ნოემბერს სრულდება.
სატენდერო პირობების თანახმად, 3000 კომპლექტის მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა განხორციელდეს, ხოლო 1000 კომპლექტი 2024 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით შემსყიდველის მოთხოვნიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.
უახლესი
8 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა