„შინაოს“ პროდუქია ამ დროისთვის „ფრესკოსა“ და „გუდვილის“ ქსელებში და უბნის მარკეტებშია ხელმიაწვდომი“, - განმარტავს კომპანიისს კომერციული დირექტორი გიორგი ქვრივიშვილი.
შინაო • Shinao სამაცივრე მეურნეობას ფლობს და ბაზარზე გაყინული ხილ-ბოსტნეული და შეფუთული მწვანილი გამოაქვს.
„2021 წლის ბოლოს გამოვუშვით პირველი პროდუქტი - გაყინული კარტოფილი. შემდეგ დავიწყეთ შეფუთული მწვანილის 6 სახეობის წარმოება. ასევე, გაყინული პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდა. ახლა უკვე გვაქვს სტაფილო, ჭარხალი, ყვავილოვანი კომბოსტო. ასევე, ბაზარზე გავიტანეთ ამ პროდუქტების მიქსები. 2023 წლის დასაწყისში უკვე დავამატეთ გაყინული ხილი“, - აცხადებს „შინაოს“ კომერციული დირექტორი.
კომპანიას მიმდინარე სიახლე აქვს ჰორეკა სექტორთან მიმართებით.
„შინაო“ გეგმავს 5 კილოგრამიან შეფუთვებში დაფასოოს ჰორეკას ქსელისთვის პროდუქია. რესტორნებისთვის, კაფეებისთვის და სასტუმროებისთვის. აღნიშნულის განხორციელებას უახლოეს მომავალში ვგეგმავთ“, - აღნიშნავს კომპანიის კომერციული დირექტორი.
უახლესი
49 წუთის წინ
ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა2 საათის წინ
თურქეთი 2026 წელს 5G ინტერნეტის დანერგვას გეგმავს