დღეისათვის კასპიის ზღვის აზერბაიჯანულ სექტორში მდებარე შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებულია 200 მილიარდი კუბური მეტრი გაზი.
ინფორმაციას დეპოზიტების ბლოკის ოპერატორი - BP-Azerbaijan-ი ავრცელებს.
გაზის მომპოვების მაჩვენებელმა 200 მილიარდი კუბური მეტრს 26 აგვისტოს მიაღწია, ანუ საბადოდან პირველი კომერციული გაზის მოპოვებისა და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის ამოქმედებიდან თითქმის 16 წელის შემდეგ.
გაზის მოპოვება და წარმოება ამ საბადოზე 2006 წლის 15 დეკემბერს დაიწყო. მას შემდეგ, პირველი ეტაპის ფარგლებში, შაჰ-დენიზის გაზი წარმატებით და საიმედოდ მიეწოდება აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ბაზრებს.
ამჟამად შაჰ დენიზ ალფა (11 ჭაბურღილი) და შაჰ დენიზ ბრავო (14 ჭაბურღილი) პლატფორმები დღეში საშუალოდ 72,6 მილიონ კუბურ მეტრ გაზს აწარმოებენ.
უახლესი