დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სეს-მა 18 ყველის საწარმოდან 10-ში შეუსაბამობები გამოავლინა

სეს-მა 18 ყველის საწარმოდან 10-ში შეუსაბამობები გამოავლინა

08-12-2023 17:51:43

ლაბორატორიული კვლევის შედეგად 12 მიკრობიოლოგიურად დაბინძურებული ყველის ნიმუში გამოვლინდა. ეს შედეგი მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ინიციატივით, პარტნიორი ორგანიზაციების მიერ ჩატარებულმა შემოწმებამ აჩვენა.

შედეგების შესახებ შეტყობინებები გაეგზავნა სურსათის ეროვნულ სააგენტოს (სეს). შეტყობინებების მიღების შემდეგ სეს-მა შემდეგი ქმედებები განახორციელა:

შეამოწმა 18 სურსათის ბიზნესოპერატორი.

 შეუსაბამობები დაუფიქსირა 10 მეწარმეს, რომელთაც მათი გამოსწორება დაევალათ.

 დააჯარიმა 8 მეწარმე.

 აქედან, 6 მეწარმე დაჯარიმდა ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისათვის და რეგისტრაციის გავლამდე საქმიანობა აეკრძალა.

მთლიანობაში, სეს-ის რეაგირება შეიძლება დადებითად შევაფასოთ.

კითხვის ნიშნები რჩება, „დიდგორის“ ბრენდის ყველის შემოწმებასთან დაკავშირებით, რომლის ნიმუშებიც სეს-მა ლაბორატორიულად არ გადაამოწმა.

დამაკმაყოფილებლად ვერ ჩაითვლება შეტყობინების ადრესატებისადმი პასუხების გაცემის ვადები. 7-დან 5 შემთხვევაში იგი აღემატებოდა 20 დღეს, 2 შემთხვევაში კი 32 და 38 დღე შეადგინა.

განხორციელებული მონიტორინგის შედეგები იმაზე მოწმობს, რომ არაეტიკეტირებული ყველის მიკვლევადობა და ჰიგიენური მდგომარეობა ქვეყანაში პრობლემას წარმოადგენს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები