2023 III კვარტალში სახელმწიფო საზღვრის კვეთა განხორციელდა 7 180 916-ჯერ (შემოსვლა + გასვლა), რომლის 24%-ი საქართველოს მოქალაქეებზე, ხოლო 76%-ი უცხო ქვეყნების მოქალაქეებზე მოდის.
მესამე კვარტალში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ 2 689 306 შემოსვლის ფაქტი დაფიქსირდა, რომელთაგან 464,445 შემოსვლა იყო ტრანზიტი. შემოსული უცხოელებიდან ქვეყანაში 24 საათი და მეტი დარჩა 1,670,541.
რაც შეეხება გასვლების, უცხო ქვეყნების მოქალაქეების მხრიდან მესამე კვარტალში დაფიქსირდა 2,734,526 გასვლა.
ქვეყნების პირველი ექვსეული საზღვრის კვეთების რაოდენობის მიხედვით
რუსეთის ფედერაცია - შემოსვლა - 766 278, გასვლა - 780 514,
თურქეთი - შემოსვლა - 511 107, გასვლა - 553 600,
სომხეთი - შემოსვლა - 451 809, გასვლა - 452 562,
ევროკავშირის ქვეყნები - 181 170, გასვლა - 182 244,
ისრაელი - შემოსვლა - 90 269, გასვლა - 89 921,
ყაზახეთი - შემოსვლა - 83 882, გასვლა - 84 948,
ბელარუსი - შემოსვლა - 77 570, გასვლა - 82 151.
უახლესი