2030 წლისთვის საქართველო დარწმუნებული ვარ გახდება ევროკავშირის წევრი და იქნება მაღალშემოსავლიანი ქვეყანა, ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ განაცხადა. მან 2025 წლის პოზიტიურ მოლოდინებზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა ეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესების მიმართულებით.
„მოლოდინები არის პოზიტიური. ჩვენ გაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, გაქვს დაბალი ინფლაცია. გაქვს დასაქმების ზრდის ტემპი გაუმჯობესებული და უმუშევრობის შემცირება. ეს პარამეტრები მომავალ წელს უფრო ძლიერად წარმოჩინდება. ჩვენ ვხედავთ სსფ-ს პროგნოზებს, სადაც საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოში ამ პარამეტრების გაუმჯობესების კუთხით. ასევეა მსოფლიო ბანკის შეფასებები მთავრობის ეფექტიანობასთან დაკავშირებით, სადაც ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა. საბოლოო ჯამში მთავრობის მმართველობის ეფექტიანობით, დაბალი ინფლაციით, დაბალი უმუშევრობით, გაზრდილი დასაქმებით და ზრდის ორნიშნა ტემპით და მაღალი ეკონომიკური ტემპით საქართველო მიაღწევს თავის მიზანს, გახდება ევროკავშირის წევრი. 2030 წლისთვის საქართველო დარწმუნებული ვარ გახდება ევროკავშირის წევრი და იქნება მაღალშემოსავლიანი ქვეყანა, სადაც სიღარიბე როგორც პრობლემა არსებობას შეწყვეტს.
შეუძლებელია ჩამოიშალოს სისტემა, რომელიც დაფუძნებულია თავისუფალ საზოგადოებაზე, თავისუფალ ბიზნესზე, ბიზნესზე ხელშეწყობის მაღალ სტანდარტებზე - შეუძლებელია მას რამე დაემუქროს“, - აღნიშნა მიხეილ დუნდუამ.
უახლესი
3 საათის წინ
Bitcoin-ის ფასი რეკორდული ზრდის შემდეგ ეცემა12 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა14 საათის წინ
წელს ქვეყანამ 90 მლნ დოლარის შოკოლადი იყიდა