დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სასტუმრო „მონარქის" შეთავაზებები მომხმარებლებს

სასტუმრო „მონარქის" შეთავაზებები მომხმარებლებს

30-09-2023 15:02:54

ზაფხულის ტურისტული სეზონით ძალიან კმაყოფილები ვართ, რადგანაც სასტუმროს მაგალითზე მინიმუმ 85-90%-იანი დატვირთულობა გვქონდა, ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან საუბრისას ბათუმში მდებარე სასტუმრო „მონარქის“ გენერალურმა მენეჯერმა ბაჩი ლეკვეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სასტუმროს მენეჯმენტი ივნისი-ივლისი-აგვისტოში სტუმრების რაოდენობით კმაყოფილია.

„რაც შეეხება შემოდგომის სეზონს, საკმაოდ ბევრი ჯავშანია, რომელთა უმეტესობა გალფის ქვეყნებიდან, ისრაელიდან არის. აქტუალური ჯავშნები გვაქვს საკმაოდ ბევრი. დავამატებ იმასაც, რომ ბათუმში კონფერენციების სეზონი წამოვიდა და შესაბამისად კონფერენციას მოჰყვება ჯგუფები და სასტუმრო ნომრების აკრეფა. თამამად  შემიძლია გითხრათ, რომ აქტიური ჯავშნები ოქტომბრამდე გადადის“, - აცხადებს ბაჩი ლეკვეიშვილი.

„მონარქის“ გენერალური მენეჯერის განმარტებითვე, დღეს სასტუმროს უამრავი აქტიური აქცია აქვს. ერთ-ერთი ასეთი აქციაა საკონფერენციო სივრცის დაქირავებასაც შეეხება, რომლის ფარგლებშიც Coffee Break-ზე 20%-იანი ფასდაკლებაა.

50%-იანი ფასდაკლებაა სასტუმრო ნომერში საქორწილო ფოტო-გადაღებაზე.

ხოლო ე.წ. ხავერდოვან სეზონზე სასტუმროს 15%-იანი ფასდაკლებაც აქვს.

​„ივლის-აგვისტოში სტანდარტული სასტუმრო ნომრების ღირებულება 130-140 დოლარიდან (ეკვივალენტი ლარში) იწყებოდა და დღეისათვის ფასი 20-30 დოლარითაა დაკლებული. კლება გაგრძელდება. ოქტომბერში სხვა ფასები გვექნება იქნება, ხოლო ნოემბერ-დეკემბერში კიდე სხვა“, - აცხადებს სასტუმროს მენეჯერი.

აღსანიშნავია, რომ ქართული სასტუმრო ბრენდი „მონარქი“ სამომავლოდ გაფართოებას გეგმავს.

 

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი 


 

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები