საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, კანონდარღვევის 3 ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს მოქალაქეების ნ.დ.-ს, ი.კ.-სა და რ.ი.-ს ეჭვის საფუძველზე, სხეულის რენტგენო სკანერით დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს (საერთო ჯამი: 1384 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს.
საქონლის საბაჟო ღირებულებამ ჯამში, 131 120,39 ლარი შეადგინა. სამივე კანონდამრღვევი მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
უახლესი
50 წუთის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი1 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა