დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2025 წელი Wizz Air-ის ბაზებისთვის მნიშვნელოვანი წელი იქნება და საქართველოც ამ ბაზების ნაწილი გახდება - ჯოზეფ ვარადი

2025 წელი Wizz Air-ის ბაზებისთვის მნიშვნელოვანი წელი იქნება და საქართველოც ამ ბაზების ნაწილი გახდება - ჯოზეფ ვარადი

28-11-2024 17:33:00

ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია Wizz Air-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ჯოზეფ ვარადი საქართველოში ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ვარადი საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურ დირექტორს, ირაკლი ქარქაშაძეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლოდ ახალი მიმართულებების დამატების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

,,მოხარულები ვართ, რომ დღეს ვიმყოფებით საქართველოში. მე აქ პირველად 2012 წელს ვიყავი, როდესაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი გაიხსნა და მას შემდეგ ქვეყანაში საგრძნობ განვითარებას ვხედავთ. ჩვენ გავხდით ნომერ პირველი ავიაკომპანია საქართველოში. შევიტანეთ მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს ავიაციის განვითარებაში და ხელი შევუწყვეთ უფრო მეტ მგზავრს ჰქონოდა საშუალება ესარგებლა დაბალბიუჯეტური ფრენებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ და დაეთვალიერებინათ საქართველოს ღირსესანიშნაობები. გასულ წელს, გარკვეული მიზეზების გამო, ჩვენ არ გვქონდა ჩვენი ბიზნესის განვითარების საშუალება. ახლა უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომავალი 2025 წელი Wizz Air-ის ბაზებისთვის მნიშვნელოვანი წელი იქნება და საქართველოც ამ ბაზების ნაწილი გახდება. გვაქვს მოლოდინი, რომ დავამატებთ კიდევ ერთ ხომალდს ქუთაისის აეროპორტის ბაზას, განვიხილავთ ახალი მიმართულებების დამატების შესაძლებლობას და არსებულ მიმართულებებზე ფრენის სიხშირეების გაზრდას. განაცხადა ჯოზეფ ვარადიმ.

ავიაკომპანიის გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი ყოველწლიურად სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნებს სტუმრობს. მათ შორისაა საქართველო, სადაც ჯოზეფ ვარადი, Wizz Air-ის 12 წლიანი ოპერირების მანძილზე უკვე მესამედ იმყოფებოდა და აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ბაზაზე დასაქმებულ თანაშრომლებს შეხვდა.

Wizz Air-ი საქართველოში უკვე 12 წელია ოპერირებს და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 4 ბაზირებული ხომალდი ჰყავს. ამ ეტაპზე ავიაკომპანია ქუთაისიდან 15 ქვეყნის 23 მიმართულებით დაფრინავს.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები