რაც შეეხება ჯანდაცვას და სოციალურ მიმართლებას. ზოგადად ეკონომიკის და საბიუჯეტო შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდის შედეგად, მეტი რესურსები, რა თქმა უნდა, მივმართეთ ჯანდაცვის, სოციალური მიმართლებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი გაზრდილი არის და შეადგინა 880 მილიონი ლარი.
„მოგეხსენებათ, რომ ხარისხიანი და საყოველთაო, ხელმისაწვდომი, სოციალური სამართლოანობის პრინციპზე დაფუძნებული ჯანდაცვის შემდგომი განვითარება ჩვენს ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს. წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი გაზრდილი არის და შეადგინა 880 მილიონი ლარი. დღეისათვის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოცული არის მოსახლეობის 95%-მდე. პროგრამის დაწყებიდან, 3 მილიონ მოქალაქეს დავუფინანსეთ 11 მილიონი სამედიცინო შემთხვევა და ამაში ბიუჯეტიდან გადავიხადეთ 7 მილიარდი ლარი. ანუ ჩვენი ქვეყნის 3 მილიონმა მოქალაქემ დაზოგა 7 მილიარდი ლარი ბოლო 10 წელიწადში. ეს არის ძალიან სერიოზული შედეგი, რომელზეც ჩვენ ვიმუშავეთ აქტიურად და კიდევ უფრო გაავუმჯობესებთ ამ სერვისებს.
ზოგადად შედარებისთვის, მინდა მოვიყვანო კიდევ ერთი მონაცემი. 2012 წელს, მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდები, თითქმის 75%-ს შეადგენდა, 2022 წელს ეს მონაცემები შემცირებული არის, 41%-მდე არის ჩამოსული, რაც რა თქმა უდნა მნიშნელოვანი წინსვლაა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
უახლესი