დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სამწუხაროდ, უკვე ნაპოვნია 11 გარდაცვლილი - მინისტრი

სამწუხაროდ, უკვე ნაპოვნია 11 გარდაცვლილი - მინისტრი

04-08-2023 16:07:24

სამწუხაროდ, უკვე ნაპოვნია 11 გარდაცვლილი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შოვში, სტიქიის ზონაში 25 ადამიანს ეძებენ.

„ვუსამძიმრებ ოჯახის წევრებს, ვუსამძიმრებ საქართველოს. ძალიან მძიმეა ის, რაც ეპიცენტრშია. არის ძალიან დიდი სტიქია ამ რეგიონისთვის. სამწუხაროდ, უკვე ნაპოვნია 11 გარდაცვლილი. ეძებენ 25 ადამიანს, ვერტმფრენებმა გუშინ და დღეს შეძლეს ძალიან დიდი საქმის გაკეთება გადარჩენის რგოლის მიმართულებით და 210 ადამიანი უსაფრთხოდ არის გამოყვანილი.

მინდა, აქვე დავადასტურო, ადამიანებს, რომლებიც ვერტმფრენის მეშვეობით გამოიყვანეს უსაფრთხო ადგილზე, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. რამდენიმეს ჰქონდა მინიმალური დაზიანება, რაც მათ სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის. ასევე ვადასტურებ, რომ ადგილზე მობილიზებულია სამედიცინო დახმარების კუთხით სხვადასხვა რაიონებიდან სხვადასხვა ტიპის ჯგუფები. გარდაცვლილთა ნაწილი ამოცნობილა, რა ინფორმაციაც მე მაქვს, მაგრამ ყველა არა.

დაკარგულთა ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია ადგილზე მქონდა, იქ ჩვენი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა არის მობილიზებული და ამ წუთებშიც ექიმების დამატებითი ჯგუფი მიდის კიდევ ერთ ბრიგადასთან ერთად. ადგილზე ისინი ყველანაირ სამუშაოს ეწევიან დაზარალებულებთან, დაკარგულების ოჯახის წევრებთან მათი ფსიქოლოგიური და სხვა სამედიცინო დახმარების კუთხით“, – განაცხადა მინისტრმა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები