სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების მწარმოებელმა კომპანია VGCC-მა საკუთარი საქმიანობის გაფართოება მოახდინა და ქვეყანაში კენჭოვანი საფარის იმპორტი დაიწყო.
როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანია VGCC-ის დამფუძნებელი-პარტნიორი გიორგი მაჭავარიანმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას იმპორტი ახალი დაწყებული აქვს მოთხოვნა უკვე მზარდია.
„VGCC-მა კენჭოვანი საფარის იმპორტი ახლახან დაიწყო და პირველი პარტია იანვარში შემოიტანა, პროდუქციის იმპორტს ვახდენთ დიდი ბრიტანეთიდან. მასალის რეალიზაციასაც ვახდენთ და შესაბამის სამუშაოებსაც ვასრულებთ. კენჭოვანი საფარის ანალოგები იწარმოება თურქეთშიც, ჩინეთშიც და სხვა ქვეყნებშიც, სამომავლოდ ვგეგმავთ, რომ ასორტიმენტიც გავაფართოოთ და საიმპორტო არეალიც. პირველ ეტაპზე დავიწყეთ მისი შემოტანა დიდი ბრიტანეთიდან“, - აცხადებს
კომპანიაში აცხადებენ, რომ კენჭოვან საფარზე და მის დაგებაზე მოთხოვნა დიდია, მით უმეტეს ზაფხული მოვიდა და შესაბამისი ამინდებიც დადგა.
„რამდენიმე პროექტო უკვე განვახორციელეთ და დაგეგმილიც გაქვს. რეალურად სერვისს დიდი დრო არ სჭირდება და მისი დაგება მოკლე პერიოდში ხდება. გამოხმაურება დიდი გაქვს, უბრალოდ ამინდის გამო რეალიზაცია მარტიდან დავიწყეთ“, - VGCC-ის დამფუძნებელი-პარტნიორი.
კენჭოვანი საფარი არის უმაღლესი ხარისხის წყალგამტარი, ყინვაგამძლე დეკორატიული მოსაპირკეთებელი მასალა. ის იდეალურია გარემოსთვის ზიანის მიყენების გარეშე, დაზიანებული, თანაც გამძლე გადაწყვეტილებებისთვის. გამოიყენება კერძო სახლების, აუზების, საბავშვო სივრცეების, ეზოების ტერასების, ბილიკების, ავტოფარეხების, სამრეცხაოების და ინტერიერის მოსაწყობად.
კენჭოვანი საფარი გამოიყენება, ასევე შესაძლებელია კომერციულ ფართებში, როგორც ექსტერიერებში, ისე ინტერიერში.
VGCC--ს სამშენებლო და სარემონტო სფეროში მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება აქვს და ამ ფონზე დაკვეთებსაც ინტენსიურად იღებს. როგორც გიორგი მაჭავარიანი ამბობს VGCC-მა საქმიანობა სარემონტო სამუშაოებით დაიწყო და შემდეგ სამშენებლო პროექტების შესრულებაზეც გადავიდა.
უახლესი
3 საათის წინ
"იდეა ინვესტი" - ახალი სტანდარტი უძრავ ქონებაში