უძრავი ქონების სექტორი მუდმივად ფართოვდება, თუმცა მომხმარებლები გადახდის მოუქნელ პირობებს კვლავ ხშირად აწყდებიან. როგორც საცხოვრებელი, ასევე საინვესტიციო უძრავი ქონების შეძენისას არაერთი ბარიერი არსებობს. ტრადიციული მოდელები მომხმარებლის ინდივიდუალურ საჭიროებებს ხშირად ვერ ითვალისწინებენ, რაც უძრავი ქონების შეძენის პროცესს საგრძნობლად ართულებს.
მომხმარებლებსა და ინვესტორებს სჭირდებათ სანდო, სტრუქტურირებული და მოქნილი გადაწყვეტები. სრულყოფილი, პრემიალური მომსახურება, განსხვავებული მიდგომა, რომელიც აღემატება უბრალო შეთავაზებას. ამ ყველაფერს წარმოადგენს "იდეა ინვესტი", რომლის შესახებაც Business Insider Georgia კომპანიის კომერციულ ხელმძღვანელს, თაკო ახვლედიანს ესაუბრა.
რა არის "იდეა ინვესტი"?
"იდეა ინვესტი" საინვესტიციო პროდუქტის ახალ სტანდარტს წარმოადგენს, რომლის კონცეფციითაც იქმნება თითოეულ მცხოვრებსა თუ ინვესტორზე მორგებული მოდელი. უძრავი ქონების სფეროში გადამწყვეტი ელემენტი სანდოობაა. "იდეა ინვესტი" სწორედ ამ მარტივ, მაგრამ მყარ პრინციპზეა დაფუძნებული - შეიქმნას საიმედო, განსხვავებული პროდუქტი, რომელიც უძრავი ქონების შეძენისთვის ახალ და უნიკალურ შესაძლებლობებს შექმნის. ტრადიციულ პირობებთან შედარებით, კომპანია მომხმარებლისთვის უძრავი ქონების შეძენისა და მასში ინვესტირების ყველა ეტაპს ამარტივებს.
რა გამორჩევს "იდეა ინვესტს"?
უძრავი ქონების შეძენისას თითოეულ მომხმარებელს თავისი საჭიროება აქვს. "იდეა ინვესტი", ბაზრის სიღრმისეული ანალიზისა და მომხმარებლების ინდივიდუალური მოთხოვნების შესაბამისად, ფინანსური მოდელების ნაკრებს ადგენს და უალტერნატივო პროდუქტს ქმნის.
დეველოპერული სექტორი დინამიკურია. "იდეა ინვესტის" მიზანია, ამ ტენდენციას არა ერთიანი, მოუქნელი პირობებით უპასუხოს, არამედ განვითარებადი, ინდივიდუალურ საჭიროებებთან თავსებადი პროდუქტი შექმნას. "იდეა ინვესტის" პროდუქტი ახალი სტანდარტის დანერგვაა და არა ერთჯერადი შეღავათის.
ვისთვის არის "იდეა ინვესტი"?
"იდეა ინვესტის" ბენეფიციარი შეუძლია გახდეს ყველას, ვისაც სანდო და გონივრული ინვესტიციის განხორციელება ან საცხოვრებლად უძრავი ქონების შეძენა სურს ინდივიდუალურად შექმნილი პირობით.
პროდუქტის მომხმარებელი გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილებისას საწევრო კლუბს უერთდება, რომლის ფარგლებშიც ექსკლუზიური ფინანსური მოდელებითა და VIP სივრცეებით სარგებლობს და სხვადასხვა დახურულ ღონისძიებას ესწრება.
ახალ მულტიფუნქციურ კომპლექსში "იდეა პანორამა" მომხმარებელი არსებული პროდუქტით ისარგებლებს. მზარდ პორტფოლიოს შეუერთდება "იდეა პანორამა II" და სხვა არაერთი მასშტაბური პროექტი, რომელთა შესახებაც მალე შეიტყობთ.
"იდეა ინვესტი" უკვე არის არაერთი პროდუქტის პიონერი, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. მომხმარებელი სულ მალე "იდეა ინვესტის" მოდელებსა და პროდუქტზე ვრცელ ინფორმაციას შეიტყობს.
უახლესი