საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG) 2025 წელს 8%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. ეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის მთავრობას და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს დღეისათვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზად 6% აქვთ განსაზღვრული.
როგორც Business Insider Georgia-სთან პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა, მისი გათვლებით 2025 წელს ეკონომიკური ზრდა 2024 წლის მსგავსი იქნება.
„არსებული პროგნოზები დაფუძნებულია მსოფლიო ბანკის, სსფ-ს და ასევე EBRD-ს მონაცემებზე. რომლებიც აღნიშნავენ, რომ საქართველოში 2025 წელს ეკონომიკური ზრდა იქნება 6%-ი. თუმცა მათ 2024 წელს 5%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ჰქონდათ და რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 9,5%-ი. ჩვენც მიგვაჩნია, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ახალი შესაძლებლობები იქმნება რეგიონში, ახალი საინვესტიციო პროექტების მოლოდინში ვართ - ვფიქრობთ, რომ წელსაც ეკონომიკური ზრდა ანალოგიურად, 2024 წლის მსგავსი იქნება“, - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.
„ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნეს სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის, განათლებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე დისკუსიების მთავარი საერთაშორისო პარტნიორია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი Foundation Institute for Eastern Studies. აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული „ეკონომიკური ფორუმი“ პოლონეთში შეხვედრების ყველაზე დიდი პლატფორმაა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე, თანამედროვე გამოწვევებსა და კრიზისების დაძლევაზე სასაუბროდ. ამასთანვე, ფორუმი წარმოადგენს კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური იდეების სივრცეს. ავტორიტეტული საერთაშორისო გამომცემების მიერ პოლონეთის „ეკონომიკური ფორუმი“ ხშირად დასახელებულია, როგორც „პოლონური დავოსი“. მიმდინარე წელს პარტნიორობის ფარგლებში ასევე იგეგმება ერთობლივი დისკუსიების ორგანიზება საქართველოსა და პოლონეთში.
უახლესი