დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მთავრობის მიერ სარატიფიკაციოდ წარდგენილ დოკუმენტებზე იმსჯელა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მთავრობის მიერ სარატიფიკაციოდ წარდგენილ დოკუმენტებზე იმსჯელა

31-03-2025 14:33:00

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მთავრობის მიერ სარატიფიკაციოდ წარდგენილ საერთაშორისო შეთანხმებების თაობაზე იმსჯელეს.

საკითხები კომიტეტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა წარუდგინა.

მომხსენებლის განცხადებით, რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „2020 წლის 15 ოქტომბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების პროექტი)“ N1 ცვლილების წერილ-შეთანხმება“ ითვალისწინებს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას თელავში, წყალმომარაგების კომპანიის საქმიანობის, ტექნიკური შესაძლებლობებისა და მოწყობილობების გაუმჯობესებას, სოფლად წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის განვითარებისათვის მოსამზადებელ აქტივობებს.

ცვლილების თანახმად ხდება 2020 წელს დადებული შეთანხმებით სესხის (17 მლნ 740 ათასი ევრო) ხელმისაწვდომობის ვადის 2 წლით გადაწევა და სესხის დახურვის თარიღად 2025 წლის 30 ივნისის ნაცვლად განსაზღვრულია 2026 წლის 31 დეკემბერი.

რატიფიცირებისთვის ასევე წარმოდგენილია „2019 წლის 27 ნოემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი) გაუმჯობესების პროექტი)“ N1 ცვლილების წერილ-შეთანხმებაში“ ცვლილების განხორციელება. პროექტის თანახმად, ძირითადად ხდება სასესხო შეთანხმების პროექტის აღწერილობითი ნაწილის ცვლილება, კერძოდ, ზუსტდება ის დეტალები, რომლებიც მიმდინარე სამუშაოებთან მიმართებაში უნდა გაკეთდეს.

ანალოგიური ცვლილება ხორციელდება მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „2018 წლის 5 ოქტომბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (ხევი-უბისის მონაკვეთი) გაუმჯობესების პროექტი)“ N2 ცვლილების წერილ-შეთანხმებაში“.

მზია გიორგობიანის თქმით, აღნიშნულ შეთანხმებაშიც, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის ხევი - უბისის მონაკვეთის გაუმჯობესების პროექტს წარმოადგენს, არ იცვლება სესხის ფინანსური პირობები, ცვლილება შედის პროექტის აღწერილობით ნაწილში.

კიდევ ერთი სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტი, - „2017 წლის 19 ივნისის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (მეორადი გზის გაუმჯობესების პროექტი)“ N2 ცვლილების წერილ-შეთანხმება“ ითვალისწინებს სასესხო შეთანხმებით გათვალისწინებული ერთ-ერთი მონაკვეთის (მოლითი - ჩუმათელეთის მონაკვეთი) ამოღებას სესხის პროექტის აღწერილობიდან. პროექტით გათვალისწინებული იყო ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის დაახლოებით 50-კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, რომელიც ერთმანეთთან ხარაგაულის მუნიციპალიტეტსა და აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალს აკავშირებს.

პროექტიდან ერთ-ერთი მონაკვეთის ამოღების შესაბამისად გაუქმდება სესხის დარჩენილი თანხა.

მზია გიორგობიანმა კომიტეტს დეტალურად გააცნო ინფორმაცია სესხების ოდენობისა და პირობების შესახებ.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილი დოკუმენტების პლენარულ სხდომაზე სარატიფიკაციოდ გატანას.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები