კურსის პროგნოზირება, არ მიგვაჩნია სწორად, - განაცხადა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ ლარის კურსის სამომავლო პროგნოზთან დაკავშირებით,
როგორც ძნელაძემ აღნიშნა, კურსთან მიმართებაში დღეს უფრო მეტი ყურადღება აქვს, როგორც სებ-ს, ასევე ექსპერტებს.
„კურსის პროგნოზთან მიმართებაში ხშირად ვიშველიებთ სხვადასხვა ექსპერტის მოსაზრებას და მათ შორის სებ-ის მოსაზრებას. მაგრამ ცალსახაა, რომ კურსის ცვალებადობა და კურსის პროგნოზირება, არ მიგვაჩნია სწორად. იმ თვალსაზრისით, რომ კურსის ცვალებადობა ეს არ არის პირველი შედეგი. ეს უფრო არის ერთგვარი ნიშანი, რომ რაღაცას ცოტა უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს. დღეს კურსთან მიმართებაში უფრო მეტი ყურადღება აქვს როგორც სებ-ს და ასევე მიმდინარე ეტაპზე ყველა ექსპერტს, იმ თვალსაზრისით, რომ ინფლაციაზე ზეწოლას უახლოეს მომავალში ერთ-ერთი საფრთხეა კურსის აწევა“, - განაცხადა ძნელაძემ.
საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა იმ მოლოდინებზეც ისაუბრა, რომელიც სხვადასხვა დონეზე ჟღერდება.
„სებ-საც აქვს ერთგვარად ეს სცენარიც გაანალიზებული და დათვლილი, თუ როგორ იმოქმედებს. ამასთან მიმართებაში ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სებ-ი კვლავინდებურად ინარჩუნებს იმ გამჭვირვალე პოლიტიკას, როცა ყველა სტრეს ტექსტს აქვეყნებს. ანუ ყველა იმ სცენართან მიმართებაში მაქსიმალურად აკეთებს ორიენტირს. მაგრამ აქაც მინდა ვახსენო, რომ ზუსტად კურსის მერყეობა დღეის მდგომარეობით კვლავინდებურად რჩება იმ ჩარჩოებში, რაც პროგნოზირებული იყო. მათ შორის 2024 წლისთვისაც და 2025 წელსაც ამ ამის ჩარჩოებშია. ანუ დაახლოებით, 2,8%-თან ახლოს პლუს-მინუს“, - აღნიშნა ძნელაძემ
თუმცა, როგორც საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი განმარტავს, სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტებმა და მათ შორის სარეიტინგო კომპანიებმა სწორედ ახსენეს, რომ დღეს საბანკო სექტორი მაღალ კაპიტალიზებულია.
„სებ-ს აქვს კვლავინდებურად მაღალი რეზერვი. 2023 წლის ბოლომდე საკმაოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული და ეს რესურსი უზრუნველყოფს გარკვეულწილად, რომ შევინარჩუნოთ ეს მაჩვენებლები“, - აღნიშნა ალექსანდრე ძნელაძემ.
უახლესი
12 საათის წინ
sCoolApp-ში საჩუქრების კამპანია დაიწყო13 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა13 საათის წინ
საქართველოს ავიაბაზარის TOP 5 მოთამაშე