დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2025 წლის I კვარტალში, გამოკითხულმა კომპანიებმა თავიანთი მიმდინა­რე მდგომარეობა და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი დადებითად შეაფა­სეს -  BAG ინდექსი

2025 წლის I კვარტალში, გამოკითხულმა კომპანიებმა თავიანთი მიმდინა­რე მდგომარეობა და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი დადებითად შეაფა­სეს - BAG ინდექსი

28-03-2025 19:32:00

2025 წლის I კვარტალში, გამოკითხულმა კომპანიებმა თავიანთი მიმდინა­ რე მდგომარეობა და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი დადებითად შეაფა­ სეს. 2025 წლის I კვარტალში, BAG ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელმა 31.9 ქულა შეადგინა, მათ შორის, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის მაჩვენებელი 13.9, ხოლო ბიზნესის მოლოდინის მაჩვენებელი 51.5 ქულაა.

BAG ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი გამოითვლება BAG-ის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების გამოკითხვის საფუძველზე. კითხვარის მეშვეობით კომპანიები აფასებენ თავიანთ მიმდინარე მდგომარეობას და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინს.2 კომპანიები, ასევე, აფასე- ბენ გაყიდვების, გაყიდვების ფასების, დასაქმებულთა რაოდენობის და დასაქმებულთა ანაზღა- ურების ცვლილებას გასულ და მიმდინარე კვარტლებში და აფიქსირებენ მოლოდინს მომდევნო კვარტლისთვის. დამატებით, კომპანიები ასახელებენ თავიანთი ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელ ფაქტორებს, აფიქსირებენ გაცვლითი კურსის შესახებ არსებულ მოლოდინს, აფასებენ ფინანსებზე ხელმისაწვდომობას და საინვესტიციო გარემოს. აღნიშნული ინდექსის ფარგლებში, BAG-ის წევრები და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიები გადანაწილდა ოთხ სექტორში: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა. 2025 წლის პირველი კვარტლის გამოკითხვა ჩა- ტარდა 2025 წლის 17 თებერვალი - 5 მარტის პერიოდში.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები