დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გამოკითხული კომპანიების 64%-მა განაცხადა, რომ 2025 წელს, მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა გაიზრდება - BAG ინდექსი

გამოკითხული კომპანიების 64%-მა განაცხადა, რომ 2025 წელს, მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა გაიზრდება - BAG ინდექსი

28-03-2025 17:21:00

2025 წლის I კვარტალში გამოკითხული კომპანიების 64%-მა განაცხადა, რომ 2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, მათ მიერ ჯამურად განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა გაიზრდება. აღნიშნულის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ მომზადებულ BAG ინდექსშია აღნიშნული. სადაც ასევე აღნიშნულია, რომ გამოკითხული კომპანიების 29% ჯამურად განხორციელებულ ინვესტიციებში ცვლილებას არ მოელის, ხოლო 7% მოელის ინვესტიციების კლებას.

„სექტორებს შორის, ყველაზე ოპტიმისტური მოლოდინი 2025 წელს ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით მშენებლობისა და მომსახურების სექტორში ფიქსირდება. მშენებლობის სექტორში გამოკითხულ კომპანიათა 67% გეგმავს ჯამური ინვესტიციების ზრდას, ხოლო მომსახურების სექტორში ინვესტიციების ზრდის მოლოდინი გამოკითხულ კომპანიათა 66%-ს აქვს. ამასთანავე, ვაჭრობის სექტორში კომპანიათა 61% გეგმავს ჯამური ინვესტიციების ზრდას, ხოლო მრეწველობის სექტორში - 63%.

2025 წელს ინვესტიციების ზრდასთან დაკავშირებით, დადებითი პროგნოზები უფრო მეტად დაფიქსირდა აღჭურვილობის მიმართულებით, ხოლო შედარებით ნაკლები შენობა-ნაგებობებისა და პროგრამული უზრუნველყოფის/მონაცემთა ბაზების კუთხით. გამოკითხულთა 71% მოელის, რომ 2025 წელს მათი ინვესტიციები გაიზრდება აღჭურვილობაში. მსგავსი მოლოდინი შენობა-ნაგებობების მიმართულებით 59%-ს აქვს, ხოლო გამოკითხულთა 57% ფიქრობს, რომ 2025 წელს მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციები გაიზრდება - პროგრამული უზრუნველყოფის/მონაცემთა ბაზების მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ სექტორების მიხედვით, აღჭურვილობისა და პროგრამულ უზრუნველყოფას/ მონაცემთა ბაზების მიმართულებით ყველაზე დადებითი პროგნოზი ფიქსირდება ვაჭრობის სექტორში. კერძოდ, ვაჭრობის სექტორში გამოკითხულ კომპანიათა 75% აპირებს გაზარდოს ინვესტიციები აღჭურვილობაში, ხოლო პროგრამული უზრუნველყოფის/მონაცემთა ბაზებში - 62%. სექტორებს შორის, მომსახურების სექტორში ფიქსირდება ყველაზე პოზიტიური მოლოდინი შენობა-ნაგებობებში ინვესტიციების ზრდის მიმართულებით (55%)“, - აღნიშნულია BAG ინდექსში.

BAG

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები