დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სამი მიზეზი, რატომ უნდა ვეწვიოთ ,,შატო ყირამალას" Weekend- ზე

სამი მიზეზი, რატომ უნდა ვეწვიოთ ,,შატო ყირამალას" Weekend- ზე

24-09-2023 16:00:50

ყველას, ვისაც ქალაქის დამღლელი რუტინისგან მცირე დროით თავის დაღწევა და დასვენება სურს, ,,შატო ყირამალა"  ერთ-ერთი საუკეთესოა.

მიზეზი რამდენიმეა, რაც Weekend-ს დაუვიწყარს გახდის, თუმცა კომპანიის მენეჯერი თორნიკე ლაბუჩიძე Business Insider Georgia -თან სამ მთავარ ფაქტორზე ამახილებს ყურადღებას და შატოში დასვენების უპირატესობაზე საუბრობს.

„შატო ყირამალა“ ქალაქისგან მოშორებული სივრცეა, სადაც ყოველთვის არის სიმშვიდე. ქაოსისგან თავის დაღწევის მსურველებისთვის ნამდვილად იდეალური გარემოა.

მშვიდი გარემო, დახვეწილი სერვისი და სტუმართმოყვარეობა მთავარი ფაქტორებია, რის გამოც უქმე დღეების გასატარებლად ,

,შატო ყირამალა" სექტორში გამორჩეულია. ვიზიტორები, რომლებიც ერთი ან ორი დღით გვაკითხავენ, ცდილობენ, ისევ გვეწვიონ ან თუ შესაძლებლობა აქვთ, გაიხანგრძლივონ დასვენება. სერვისი უნიკალურია იმითაც, რომ ადამიანი არ ისვენებს მხოლოდ ერთ კონკრეტულ ტერიტორიაზე,  შეუძლია ნებისმიერ ლოკაციაზე გასეირნება. შატოს მოშორდეს და ისევ შატოში დარჩეს - მყუდრო, მშვიდ და გრილ გარემოში, ფაქტობრივად ტყეში იყოს", - ამბობს თორნიკე ლაბუჩიძე.

მისი ინფორმაციით, კომპანიაში დასაქმებული არიან ადგილობრივები, რომლებმაც კომპანიის ბაზაზე გაიარეს ტრენინგები  და კვალიფიკაცია აიმაღლეს.

რაც შეეხება ტარიფებს, სტანდარტული ორსაწოლიანი კოტეჯის ღირებულება, საუზმის და აუზის მომსახურების გათვალისწინებით, 200 ლარიდან იწყება.  მაღალი კატეგორიის, ექვს ადამიანზე გათვლილი  საოჯახო ტიპის კოტეჯში დასვენების საფასური  430 ლარამდეა.

 

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილ

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები