საკრუიზო ლაინერზე დასაქმების ხელშეწყობა პროგრამა იწყება. ქვეპროგრამა, რომელსაც აჭარის დასაქმების სააგენტო ახორციელებს ითვალისწინებს, საკრუიზო ლაინერზე დასაქმებით დაინტერესებულ პირთა გადამზადებას გემზე მიმტანის და ბართენდერის პროფესიულ მიმართულებაში, იმ უნარების განვითარების მიზნით რაც აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს საზღვაო სფეროში, კერძოდ საკრუიზო ლაინერებზე, მომსახურე პერსონალის დასაქმების ხელშეწყობისათვის.
სწავლება განხორციელდება სპეციალურად შემუშავებული, მოკლევადიანი ინტენსიური სასწავლო მოდულით, რომელიც მოიცავს:
სასწავლო თეორიულ და პრაქტიკულ კურსს გემზე მიმტანის პროფესიული მიმართულებით (იმიტირებულ ან/და რეალურ სამუშაო გარემოში) - არანაკლებ 100 საათი.
საწარმოო პრაქტიკას, პარტნიორი კომპანიების რეალურ სამუშაო გარემოში - არანაკლებ 50 საათი.
ინგლისური ენაში არსებული ცოდნის დონის ამაღლებასა და პროფესიისთვის საჭირო ტერმინოლოგიის შესწავლას - არანაკლებ 70 საათი.
მეზღვაურისათვის შესაბამისი მასერტიფიცირებულ კურსს STCW კონვენციისა და IMO მოდელ კურსების მოთხოვნების შესაბამისად - არანაკლებ 150 საათი.
პროგრამის ფარგლებში აჭარის დასაქმების სააგენტო აფინანსებს სწავლებასთან დაკავშირებულ ყველა მატერიალურ დანახარჯს
2023 წელს პროგრამით სარგებლობის საშუალება 30 მოსარგებლეს მიეცემა.
ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურების სარგებლობის უფლება აქვს შრომითი ქმედუნარიანობის ასაკის მქონე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებ, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს 18 წლიდან, რომელიც დარეგისტრირებული უნდა იყოს ან/და დარეგისტრირდეს აჭარის დასაქმების სააგენტოს მიერ ადმინისტრირებად შრომის ბაზრის მართვის ელექტრონულ სისტემაში.
სრულყოფილად შეავსებს პროგრამაში ჩართვის მსურველთა განაცხადის ფორმას სააგენტოს მუნიციპალურ განყოფილებებში ან ელექტრონულად https://onboard.hrajara.gov.ge/ აღნიშნულ გვერდზე.
წარმატებით გაიაროს კონკურის ეტაპები (გაეცანით მონაწილეთა შერჩევის ეტაპებს).
ქვეპროგრამით მოსარგებლემ, კონკურსის შედეგების გაცნობის შემდგომ არაუგვიანეს 2 დღეში უნდა წარმოადგინოს ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა 100 ა).
ცნობის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, მოსარგებლე გამოეთიშება პროგრამას და მოხდება ჩანაცვლება სარეზერვო სიიდან.
ლაინერეზე დასაქმების უპირატესობები: მაღალი ანაზღაურების გამომუშავების შესაძლებლობა, საერთაშორისო გამოცდილება სტუმართმასპინძლობის სფეროში, დამატებითი შემოსავალი (ეწ თიფსის სახით), უცხო ენის პრაქტიკული ცოდნის გაღრმავება, ანაზღაურება არ ითვალისწინებს საშემოსავლოთი დაბეგვრას, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ნახვის შესაძლებლობა, არასამუშაო დროს, დასვენების შესაძლებლობა (ეწვიოთ სპორტ დარბაზს, ბარებს, სილამაზის სალონებს, სავაჭრო ობიექტებს), მრავალმხრივი განვითარების შესაძლებლობა, ახალი ურთიერთობების დამყარება, უზრუნველყოფილია ისეთი დანახარჯები როგორიცაა - საცხოვრებელი და კვება, სამუშაო კარიერული განვითარების რეალური პერსპექტივით.
საკრუიზო გემი არის ნამდვილი კურორტი წყალზე სასტუმროთი, ელეგანტური რესტორნებით, ბარებით, მაღაზიებით, კაზინოებით, ლაუნჯებით და საცურაო აუზებით. ასეთი დასვენების კომპლექსი მოითხოვს სხვადასხვა პროფესიული უნარჩვევების მქონე მრავალრიცხოვან პერსონალს, რაც ინდუსტრიის განვითარების პარალელურად ყოველწლიურად მზარდია.
უახლესი