გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელმა თინათინ ნიბლოშვილმა საკრებულოში „wise გოგონათა ბანაკის პროგრამის - მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე“ მონაწილეებსუმასპინძლა.
საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაცია ,,მერსი ქორფსის“, ,,ლიბერთიბანკის“ და საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის საქმეთასამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 5 საჯარო სკოლის მოსწავლეებს აერთიანებს. პროექტი, ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობისსაკითხების გარდა, მოიცავს კულტურულ და საგანმანათლებლო მიმართულებებს, ასევე ადამიანისუფლებების დაცვას, დეზინფორმაციის ამოცნობის ტექნიკებს, მასობრივი საკომუნიკაციოსაშუალებების როლს უფლებებისა და თანასწორობის დაცვის მიმართულებით.
გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი შეხვედრაზე სტუმრებსგენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციაზე, საბჭოს მუშაობისა და განხორციელებულიაქტივობების შესახებ ესაუბრა.
ასევე შეხვედრის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობების საბჭოს ხელმძღვანელმა რიტახიდირბეგიშვილმა მოწვეულ სტუმრებს საბჭოს მიმართულებები და მუშაობის სპეციფიკა გააცნო.
როგორც პროგრამის ხელმძღვანელმა ნინო ჭელიძემ შეხვედრაზე განაცხადა, პროექტიყოველწლიურ ხასიათს მიიღებს. მისი თქმით, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გამართულიბანაკი აერთიანებს ხუთი სოფლიდან ჩამოსულ გოგონებს და მასწავლებლებს, ისინი პროექტისფარგლებში ეცნობიან, თუ როგორ უნდა ცხოვრობდეს სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელისაქართველოში, ასევე, თუ რას ნიშნავს გენდერული უთანასწორობა და როგორ უნდა იყოს გოგონათადა ქალთა უფლებები დაცული.
აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია „მერსი ქორფსმა“ და გენდერული თანასწორობის საბჭომურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში არაერთი აქტივობა განახორციელეს, რომლებიც ქალთა და გოგონათა გაძლიერების საკითხებს ეხება.
შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებმა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ისტორიულიშენობა დაათვალიერეს.
უახლესი
3 საათის წინ
ოქტომბერში სესხების ლარიზაცია გაიზარდა4 საათის წინ
ბიტკოინის ღირებულება 100 000 დოლარს უახლოვდება