თბილისის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა დედაქალაქში არსებული უსახელო ქუჩებისთვის, შესახვევებსა და სკვერისთვის იმ დამსახურებული მოღვაწე ქალების სახელების მინიჭების თაობაზე იმსჯელეს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ქვეყნის საზოგადოებრივი ცხოვრებისა და კულტურის განვითარებაში.
მათ შორის, კომისიის წევრებმა ჩუღურეთის რაიონში მდებარე ხევისთვის საქართველოს სახალხო არტისტის თამარ სხირტლაძის სახელის მინიჭებას დაუჭირეს მხარი.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ლილი თაკვარელიას სახელი ნაძალადევის რაიონში მდებარე ვლადიმერ კოკინაკის ქუჩის მონაკვეთს, მასთან არსებულ ორ ჩიხსა და ჯავის II შესახვევის მონაკვეთს მიენიჭება, ხოლო გლდანის რაიონში სანდრო ახმეტელის თეატრთან მდებარე უსახელო სკვერს, მსახიობის, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლის თამარ წულუკიძის სახელი დაერქმევა.
აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლი ცოლ-ქმრის - მერი პაკელიანის და ალექსანდრე გამსახურდიას სახელები ნაძალადევის რაიონში მდებარე ვლადიმერ კოკინაკის ქუჩის ორ მონაკვეთს დაერქმევა, ხოლო ჩუღურეთის რაიონში, ერთ-ერთ შესახვევს და ვეძათხევის შესახვევის მონაკვეთს კი, მსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის დუდუხანა წეროძის სახელი მიენიჭება.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს მხარი დაუჭირეს.
უახლესი
4 საათის წინ
ოქტომბერში სესხების ლარიზაცია გაიზარდა4 საათის წინ
ბიტკოინის ღირებულება 100 000 დოლარს უახლოვდება