მწვანე ქალაქი • Green City-ის გაყიდვებმა, რომელიც მომხმარებელს სხვადასხვა სახის მცენარეებს სთავაზობს, ბოლო პერიოდში მოიმატა.
როგორც Business Insider Georgia-სთან „მწვანე ქალაქის“ დამფუძნებელმა თაკო ცუცქირიძემ განაცხადა, მცენარეები საოჯახო მეურნეობაში გამოჰყავთ და შემდეგ ხდება მისი რეალიზაცია.
ირკვევა, რომ რაც საოჯახო მეურნეობამ სოციალურ ქსელში საკუთარი გვერდი გახსნა და გამომწერების რაოდენობა გაიზარდა, მათი მომხმარებლების რაოდენობამაც მოიმატა.
„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში, ჩვენს ეზოში, პატარა მეურნეობა გაქვს და იქ მოგვყავს მცენარეები“, - ამბობს თაკო ცუცქირიძე.
დღეს „მწვანე ქალაქის“ გაყიდვები მთლიანად კერძო პირებზე მოდის და მსურველებს საკუთარ პროდუქციას აწვდიან როგორც კახეთის მასშტაბით, ასევე თუ შეკვეთა იქნება თბილისშიც.
„საქმიანობა ბიზნესად წელს ვაქციეთ. რეალურად ეს საქმე 3 წელია რაც დავიწყეთ, მაგრამ ორი წელი გაყიდვები მიზერული იყო. თუმცა ბოლო პერიოდში მოიმატა. ვიმედოვნებ, მეტი გამომწერები გვეყოლება და გაყიდვებიც გაიზრდება. საქართველოს ბაზარი შემოტანილი მცენარეებით სავსეა და თითქმის მათ უკავიათ ბიზნესის დიდი წილი“, - ამბობს „მწვანე ქალაქის“ დამფუძნებელი.
თუმცა თაკო ცუცქირიძე მიიჩნევს, რომ ადგილზე გამოყვანილი ხე-მცენარეები უფრო კონკურენტუნარიანები არიან, რადგანაც ისინი არსებულ გარემოსთან უკვე ადაპტირებულნი არიან.
„ვიტყოდი, რომ ჩვენი ნერგები იმპორტირებულს სჯობს, რადგანაც კლიმატსა და ნიადაგს შეგუებულია და გახარება არ უჭირთ. მაგალითისთვის, თურქეთიდან შემოტანილი მცენარეები, რომ ავიღოთ უმეტესობა ხმება“, - ამბობს „მწვანე ქალაქის“ დამფუძნებელი.
ირკვევა, რომ „მწვანე ქალაქში“ ყველაზე მოთხოვნადი წიწვოვანი მცენარე ტუიაა.
უახლესი
9 საათის წინ
ისარგებლეთ Meama-ს ექსკლუზიური შეთავაზებებით