დღეს საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის შეხვედრას გამართავს. ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე“ ვილი სანიოლის გუნდი უკრაინელებს უმასპინძლებს.
თამაში 21:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.
დისკვალიფიკაციის გამო საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ცენტრალური მცველი ლაშა დვალი ვერ დაეხმარება. იგი ნაკრებთან ერთად ჩეხეთთან მატჩისთვის მოემზადება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი).
დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), სოლომონ კვერკველია (დინამო თბილისი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია).
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ნიკა კვეკვესკირი (ნირეჰაზა, უნგრეთი) ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ლევან შენგელია (ოფი კრეტა, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (გრანადა, ესპანეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ლიონის ოლიმპიკი, საფრანგეთი).
უახლესი
2 საათის წინ
ისარგებლეთ Meama-ს ექსკლუზიური შეთავაზებებით