დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქმეების 80%-ზე მეტი მომხმარებლის სასარგებლოდ წყდება - GCCA

საქმეების 80%-ზე მეტი მომხმარებლის სასარგებლოდ წყდება - GCCA

06-01-2025 10:00:00

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში (GCCA) მომხმარებელთა მხრიდან 2024 წლის განმავლობაში შესული საქმეების 80%-ზე მეტი მომხმარებლის სასარგებლოდ გადაწყდა. აღნიშნულის შესახებ GCCA-ში განმარტავენ. მათივე ცნობით, 2024 წლის თერთმეტი თვის მონაცემების მიხედვით, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, 791 განაცხადი დაფიქსირდა.  

„საქმეების 80%-ზე მეტი მომხმარებლის სასარგებლოდ წყდება. გენდერული ნიშნით განმცხადებლების პროცენტული მაჩვენებელი შეადგენს - 70% ქალი და 30% მამაკაცი. მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 67% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხება, ხოლო 33% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას.

2024 წლის თერთმეტი თვის მონაცემების მიხედვით, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, 791 განაცხადი დაფიქსირდა.  GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 78 დარღვევის ფაქტი დადასტურდა - 147 საქმეზე. GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 44 მოვაჭრეს - 75 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა, ჯამში - 44 901 ლარი. მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 151 საქმეზე - 128 შეთანხმება გაფორმდა, რეგიონების მიხედვით, 85%-ით თბილისი ლიდერობს, შემდეგ ადგილს იკავებს აჭარა 4%, რომელსაც მოყვება იმერეთი 2%, სამეგრელო ზემო სვანეთი 2% და სხვა რეგიონები“, - აცხადებენ GCCA-ში.
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები