2023 წლის დეკემბერში 6 გამოშვებისა და 1 გამოსყიდვის აუქციონი ჩატარდა. სახაზინო ფასიანი ქაღალდების ჯამურმა გამოშვების მოცულობამ შეადგინა 219 მლნ ლარი.
საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 8.51%-ზე დაფიქსირდა.
საანგარიშო პერიოდში გამოშვებულ იქნა 6 და 12 თვის ვადიანობის და 3, 5, 7 და 11 წლის ნარჩენი ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები. დაიფარა 52.11 მლნ ლარის მოცულობის სახაზინო ვალდებულებები, მათ შორის გამოსყიდულ იქნა 2.11 მლნ ლარის ღირებულების სახაზინო ობლიგაციები. სახაზინო ფასიანი ქაღალდების პორტფელმა მცირე ცვლილებები განიცადა.
2023 წლის 31 დეკებრისათვის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პორტფელის 43% ფორმირებულია (წინა პერიოდში 42.6% იყო) იმ ფასიანი ქაღალდებით, რომელთა დაფარვის ვადა დგება მომავალი 3-5 წლის განმავლობაში.
სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ფორტფელში ასევე დიდი წილი უკავია 1-დან 3 წლამდე ობლიგაციებს (დაახლოებით 23%). ეს უკანასკნელი მაჩვენებელი წინა პერიოდში (ნოემბერი) 23.5%-ზე იყო.
დეკემბერში მოთხოვნის კოეფიციენტი გასული თვის მაჩვენებელთან (ნოემბერი 2.71) შედარებით შემცირდა და 2.31 შეადგინა.
უახლესი
3 საათის წინ
როგორია Boxette-ის 2025 წლის გეგმები