დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სახელმწიფო 1 მლნ დოზა თურქულის საწინააღმდეგო ვაქცინას ყიდულობს

სახელმწიფო 1 მლნ დოზა თურქულის საწინააღმდეგო ვაქცინას ყიდულობს

19-10-2023 10:30:59

სურსათის ეროვნული სააგენტო მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვისათვის თურქულის საწინააღმდეგო ვაქცინას შეიძენს. ვაქცინების შესაძენად ტენდერი უკვე გამოცხადებულია, სადაც განაცხადების მიღება 20 ოქტომბერს სრულდება. სატენდერო ბიუჯეტი კი 5 900 000 ლარს შეადგენს. სულ შეძენილი იქნება 1 000 000 დოზა ვაქცინა. 

ირკვევა, რომ ვაქცინა განკუთვნილი უნდა იყოს მცოხნავი ცხოველების საინექციოდ. დოზის ერთეულად აღებული უნდა იყოს მსხვილფეხა პირუტყვის საიმუნიზაციო დოზა;
ხოლო წვრილფეხა პირუტყვის საიმუნიზაციო დოზა არ უნდა აღემატებოდეს მსხვილფეხა პირუტყვის საიმუნიზაციო დოზის ნახევარს;
ზრდასრული მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის გეგმური ვაქცინაციის შემდგომ, იმუნიტეტის ხანგრძლივობა უნდა იყოს არანაკლებ 6 თვე.
ვაქცინა უნდა იყოს თხევადი, ალუმინის ჰიდროქსიდზე დამზადებული, სორბირებული, ინაქტივირებული, პოლივალენტური და უნდა შეიცავდეს შემდეგ სეროტიპებსა და შესაბამის გენოტიპებს:

Serotype A:
• A Genotype VII-2015.
• Iran 05.
Serotype O:
• PanAsia 2; ან Manissa-სა და 3039-ის კომბინაცია.
Serotype Asia 1:
• Sindh-08 ან Shamir.
Serotype SAT2:
• Topotype XIV ან Eritrea.

ვაქცინები სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის მიწოდებულ უნდა იქნას შემდეგი გრაფიკით:

პირველი ეტაპი - 585,000 დოზა ვაქცინა - არაუგვიანეს 2024 წლის 30 იანვარი;
მეორე ეტაპი - 415,000 დოზა ვაქცინა - არაუგვიანეს 2024 წლის 25 ნოემბერი.


 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები