საავტომობილო ბაზარზე ელექტრომობილების წილი მეტისმეტად მცირეა. მართალია, იმპორტი ამ მიმართულებით გაიზარდა, თუმცა სექტორი ზრდის ეტაპზეა. ზრდა კი, როგორც ,,ლაიონ გრუპის“ გენერალური დირექტორი ლევან სუხიტაშვილი აღნიშნავს, მრავალი მცირე მეწარმისა და ფიზიკური პირის ხარჯზეა, ვინც ამ სეგმენტში ოპერირებს.
არსებული მონაცემით, საქართველოში რეგისტრირებულია 1,35 მლ მსუბუქი ავტომობილი, საიდანაც ელექტრო მობილებს უჭირავს 0,4% , რაც სამწუხაროდ ძალიან დაბალი მაჩვენებელია.
თუმცა, როგორც ლევან სუხიტაშვილი Business Insider Georgia - თან აცხადებს ეტაპობრივად სხვა განვითარებული ქვეყნების მსგავსად, საქართველოც ემზადება ცვლილებებისთვის, რომელიც ელექტრო რევოლუციას ახლავს თან, ანუ არჩევანს უფრო მწვანე მომავლისკენ.
,,დღევანდელი ბაზრის მდგომარეობით, ცხადად შესამჩნევია, რომ საქართველოში ელექტრომობილების მიმართულება საკმაოდ არასტაბილური და არამდგრადი გახდა იმ თვალსაზრისით, რომ ბაზარზე შემოსულმა ახალმა იმპორტიორებმა მომხმარებლებს შესთავაზეს არასაგარანტიო პირობებით ელექტრო ავტომობილები, რამაც შესაბამისად გამოიწვია ბაზარზე ფასების არასტაბილურობა და მსხვილი იმპორტიორების მიმართ მომხმარებლის ინტერესების შემცირება", - აცხადებს ლევან სუხიტაშვილი.
რაც შეეხება ლაიონ ავტო აუქციონს, ლევნ სუხიტაშვილის თქმით, ამ ეტაპზე კომპანია რეალიზაციის სტაბილურ მაჩვენებლებს ინარჩუნებს.
„მუდმივად ვცდილობთ, საქართველოს ბაზარზე ელექტრომობილების პოპულარიზაციასა და მომხმარებლებში ელექტრო ავტომობილების მიმართ ინტერესის ზრდას. სწორედ მძღოლების წახალისებისა და ელექტრომობილების პოპულარიზაციის მიზნით Lion Auto Auction-ის შოურუმში მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ელექტრომობილებია წარმოდგენილი: Volkswagen, Kia, Audi, Tesla, BYD, Honda. მომხმარებლების მოთხოვნაზე რომ შესაბამისი მზადყოფნა გვქონდეს. კომპანიის წეროვანის ობიექტზე საკამოდ დიდია ელექტრომობილების არჩევანი, სადაც დაინტერესებულ მომხმარებელს ადგილზე მისვლა და უფრო მრავალფეროვანი მარაგის ნახვა შეუძლია", - აცხადებს ლევან სუხიტაშვილი.
მისი ინფორმაციით, ბაზრის ძირითადი მომხმარებლები საზოგადოების ის სეგმენტია, ვისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნოლოგიების პოპულარიზაცია, სიახლეები ეკონომიურობა და ეკოლოგიური საკითხების ერთობლიობა.
„ამ მიმართულებით ვერ ვიტყვი რომ დაინტერესება დაბალია, მაგრამ გარკვეული ინფრასტრუქტურული დეფიციტები და შესაბამისი სერვისების ნაკლებობა აბრკოლებს ამ მიმართულების კიდევ უფრო მაღალი ტემპით განვითარებას. ბაზრის წახალისებისათვის, აუცილებელია შესაბამისი გარემო-პირობების შექმნა და ეფექტური სერვისის არსებობა.
ჩვენი კომპანიის მხრიდან, მიმდინარე გათამაშების კამპანიის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ელექტრო ავტომობილების ბაზრის წახალისება და მომხმარებლებისათვის ელექტრომობილებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. ამიტომაც მთავარ პრიზებად სწორედ მომავლის ავტომობილები - Volkswagen ID.4 და Honda M-NV თამაშდება", - ამბობს ,,ლაიონ გრუპის“ გენერალური დირექტორი.
ცნობისთვის, საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი იზრდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს 9 თვეში საქართველოში 1 336 ერთეული (37,353 მლნ აშშ დოლარი) ელექტროძრავიანი ავტომობილი შემოვიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 913 ერთეული (20,089 მლნ აშშ დოლარი), ხოლო 2021 წლის იანვარ-სექტემბერში - 251 ერთეული (4,782 მლნ აშშ დოლარი).
უახლესი
1 საათის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია