საქართველოში იახტების შემოყვანის მაჩვენებელი მზარდია. ამას თავად საქსტატის მაჩვენებლები მოწმობს, საიდანაც ირკვევა, რომ ქვეყანაში იმპორტირებული იახტების და დასვენებისთვის ან სპორტული მიზნებისთვის განკუთვნილი მოცურავე საშუალებების იმპორტი ღირებულებით ნაწილში მზარდია.
2024 წლის იანვარ-მაისში ქვეყანაში 1,179.25 ათასი დოლარის იახტები შემოვიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 981.24 ათასი დოლარი, შესაბამისად ზრდა 20%-ია.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ქვეყანაში შემოსული იახრებს დიდი წილი აშშ-დამ შემოდის, ყოველ შემხვევში ამ ქვეყანაზე მოდის შემოყვანილი იახტების საერთო ღირებულების 50%-ი. 30%-ით მეორე ადგილზე ბელგიაა.
TOP-5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ იახტები და სხვა მოცურავე საშუალებები შემოიყვანა:
წლიურ ჭრილში ქვეყანაში იახტების შემოყვანის რეკორდი ღირებულებით ჭრილში 2022 წელს დაფიქსირდა, როდესაც ქვეყანამ 4,125.28 ათასი დოლარის იახტები იყიდა.
უახლესი
1 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა3 საათის წინ
SOCAR-ი მწვანე ობლიგაციების გამოშვებას იწყებს4 საათის წინ
საერთაშორისო ბაზარზე ოქროს ფასი იზრდება