დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში ფორთოხლის ნომერ პირველი იმპორტიორი ქვეყანა თურქეთია

საქართველოში ფორთოხლის ნომერ პირველი იმპორტიორი ქვეყანა თურქეთია

30-12-2024 17:00:00

2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ 5,481.11 ათასი დოლარის 9,204.66 ტონა ფორთოხალი იყიდა. რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით 2%-ით ნაკლები მაჩვენებელია, რადგანაც ქვეყანამ 11 თვეში 9,385.58 ტონა ფორთოხალი იყიდა. 

საქართველოში ფორთოხლის ნომერ პირველი იმპორტიორი ქვეყანა თურქეთია, რომელზედაც ფორთოხლის იმპორტის 45%-ი მოდის. აღსანიშნავია, რომ საქართველო ფორთოხლის იმპორტს მაქსიმუმს იანვარში, თებერვალსა და მარტში აღწევს.

TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ ფორთოხალი იყიდა: 

  • თურქეთი - 4,182.37 ათასი დოლარი;
  • ირანი - 3,240.53 ათასი დოლარი;
  • ეგვიპტე - 1,329.09 ათასი დოლარი;
  • სამხრეთი აფრიკა - 278.66 ათასი დოლარი;
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 91.17 ათასი დოლარი;

საქართველო გარდა იმპორტისა "ნარინჯისფერი რთველის“ შემდეგ ფორთოხლის ექსპორტსაც ახორციელებს. 2024 წლის 11 თვეში ქვეყანამ ექსპორტზე 1,537.35 ათასი დოლარის ღირებულების 2,334.70 ტონა ფორთოხალი გაყიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 2,475.68 ტონა. კლება 6%-ის დონეზეა. 2024 წელს ქვეყანამ ფორთოხალი ექსპორტზე 5 საექსპორტო ბაზარზე გაიტანა.

ქვეყნები, სადაც საქართველომ ფორთოხალი გაყიდა:

  • სომხეთი - 2,185.00 ათასი დოლარი;
  • რუსეთი - 91.57 ათასი დოლარი;
  • გერმანია - 22.82 ათასი დოლარი;
  • უზბეკეთი - 19.70 ათასი დოლარი;
  • აზერბაიჯანი - 15.60 ათასი დოლარი;

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები