დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორია Nano Filter-ის 2025 წლის გეგმები

როგორია Nano Filter-ის 2025 წლის გეგმები

02-01-2025 03:00:00

კომპანიისთვის  2024 წელს დადებითად შევაფასებ, რადგან კომპანიის ცნობადობა და გაყიდვები მნიშვნელოვნად გაიზარდა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანია Nano Filter-ის დირექტორმა ვახტანგ ლომინაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, კომპანიის გაყიდვები მიმდინარე წელს, 2023 წელთან შედარებით, ზრდამ ყველა მიმართულებით, მათ შორის პროდუქციის რეალიზაციაში თითქმის 90% შეადგინა.

„ამ სფეროს მიმართ ინტერესი გაიზარდა. მაგალითად ვინც აშენებს ახალ სახლს, ან არემონტებს, ამ ადამიანებს გავაცანით თუ რისთვის არის წყლის ფილტრაცია საჭირო“, - აცხადებს ვახტანგ ლომინაძე.

Nano Filter-ის დირექტორი აცხადებს, რომ კომპანია როგორც საცალო, ისე საბითუმო მიმართულებით წარმატებულად მუშაობს.

„კორპორაციული დამკვეთისთვის რამდენიმე დიდი პროექტი გავაკეთეთ. ახლაც ვმუშაობთ ამ მიმართულებით. რაც შეეხება საცალოს, წლიდან-წლამდე იზრდება. ჩვენი კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია „კარფურში“, „ნოვას“ ქსელში, სადაც გაყიდვები თვიდან-თვემდე მზარდია“, - ამბობს ვახტანგ ლომინაძე.

Nano Filter-ი ფლობს ერთ შოურუმს თბილისში თუმცა 2025 წელს ბრენდული მაღაზიის გახსნას გეგმავს, შემდეგ კი რეგიონებში გაფართოებას.

ამასთან, კომპანია 2025 წლიდან ტექნოლოგიური სიახლეების დამატებასაც გეგმავს.

„კერძოდ, ახალი წლიდან მომხმარებლისთვის შევძლებთ, ნებისმიერი სიღრმისა და სირთულის ჭაბურღილის მომზადებას. რასაც შევთავაზებთ როგორც საცალო, ისე კორპორაციულ სექტორს. შეთავაზებაში შედის ასევე ქსელის მოწყობა. ასევე მომხმარებელს შევთავაზებთ აუზების მოწყობას, გამართვასა და ექსპლუატაციას“, - განაცხადა Nano Filter-ის დირექტორმა. 

კომპანია NANOFILTER-ი 2012 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე წყალმომზადების და წყალარინების (კანალიზაციის) სფეროში. შპს „NANOFILTER“ უცხოელ პარტნიორებთან ერთად, აქტიურად მუშაობს, როგორც საყოფაცხოვრებო, ისევე საწარმოო და მუნიციპალური, სხვადასხვა წარმადობის, წყალმომზადებისა და ჩამდინარე წყლების სისტემების პროექტირებასა და მონტაჟზე. კომპანია გთავაზობთ ეკოლოგიურად სუფთა, მაღალტექნოლოგიური სისტემების გამოყენებით, წყლის რესურსების ოპტიმიზაციასა და ეკონომიას. წყლის მართვის სფეროში გამოვლენილი ახალი ტენდენციების გათვალისწინებით,  NANOFILTER-ი  უზრუნველყოფს არამარტო წყლის ხარისხის განსაზღვრასა და დიფერენცირებას (სხვადასხვა დანიშნულებისთვის), არამედ, ამ სფეროსთან დაკავშირებული, ეკოლოგიური საკითხების გადაწყვეტასაც (ზედაპირული წყლებისა და ნიადაგის დაბინძურების პრობლემა – ჩამდინარე წყლების ფილტრაცია და სხვა).

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები