დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში FedEX-ის წარმომადგენელი 2023 წლის შედეგებს აჯამებს, რა გეგმები აქვს კომპანიას 2024 წელს

საქართველოში FedEX-ის წარმომადგენელი 2023 წლის შედეგებს აჯამებს, რა გეგმები აქვს კომპანიას 2024 წელს

01-12-2023 19:00:16

საქართველოში FedEX-ის წარმომადგენელი კომპანიის დირექტორის ნინო მენთეშაშვილი Business Insider Georgia-თან აცხადებს, რომ ამანათებისა და გზავნილების სექტორი, 2023 წელს პანდემიის დროს შექმნილი კრიზისიდან თანდათან გამოდის და ეტაპობრივად ძველ ნიშნულს დაუბრუნდება.

საქართველოში FedEX-ის წარმომადგენელი გამოცემასთან 2023 წლის შედეგებს აფასებს და 2024 წლის გეგმებზე საუბრობს.

„2023 წელს იყო ძალიან ბევრი გამოწვევა. პირველ რიგში კომპანია იკრებდა ძალებს COVID19-ის პანდემიის შემდეგ. კერძოდ, აღდგენა ხდება გზავნილების ბრუნვის იმ მოცულობების რომლებიც მანამდე გვქონდა და ნელ-ნელა მიუახლოვდით იმ ნიშნულს რომელიც პანდემიამდე იყო.

ასევე გამოწვევა იყო ახალი ინვესტიციების მოძიება, რომელიც 2023 წელს შევძელით. აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციისგან (DFC) 4 მილიონი დოლარის მოცულობის გრძელვადიანი დაფინანსება მოვიზიდეთ. თბილისის აეროპორტთან ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობაში „საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემებმა -მა ასევე საკუთარი საინვესტიციო კაპიტალის მობილიზებაც მოახდინა და პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობამ 6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ეს მნიშვნელოვანი მომენტია, როგორც ჩვენი კომპანიისთვის, ისე ამ ინდუსტრიის განვითარებისთვის“, - ამბობს ნინო მენთეშაშვილი.

FedEX-ის წარმომადგენელისა და კომპანიის დირექტორის შეფასებით, 2023 წელი მნიშვნელოვნად პოზიტიურია 2022 წელთან შედარებით, რადგან ამანათების სექტორში ზრდამ 15% შეადგინა, ხოლო 2024 წელს კომპანია სიახლეებს გეგმავს.

„2024 წელს იგეგმება ლოგისტიკური ცენტრის გახსნა, თუმცა მანამდე ძალიან ბევრი სამუშაოა დასასრულებელი. შენობის კონსტრუქციული ნაწილის დამთავრება, აღჭურვა, IT ტექნოლოგიებისა და სოფთების დანერგვა რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და შრომატევადი პროცესია. როდესაც დავიწყებთ ოპერირებას ლოგისტიკურ ცენტრში ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ლოგისტიკის ხარისხს ქვეყანაში და სხვა ბიზნესებს დაეხმარება ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებაში“, - ამბობს ნინო მენთეშაშვილი.

მისი ინფორმაციით, ამანათების კუთხით FedEX-ი დაახლოებით 230 ქვეყანას ფარავს.

„ჩვენ ვართ FedEx-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. კომპანია მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაშია წარმოდგენილი, თუ არ ჩავთვლით კონფლიქტურ ზონასა და რამდენიმე ქვეყანას, რომელსაც არ აქვს ეს სერვისები.

ამანათებისა და გზავნილების ადგილობრივ ბაზრის 15%-17%-ი გვიჭირავს. კომპანიაში 400-მდე ადამიანია დასაქმებული“, - ამბობს ნინო მენთეშაშვილი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

3 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები