დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოსა და უნგრეთს შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმება ძალაში 2025 წლის 24 იანვრიდან შევა

საქართველოსა და უნგრეთს შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმება ძალაში 2025 წლის 24 იანვრიდან შევა

16-12-2024 12:04:00

საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმების დოკუმენტი, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა ძალაში 2025 წლის 24 იანვრიდან შევა. დოკუმენტი საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნებულია, საიდანაც ირკვევა, რომ აღნიშნული ხელშეკრულება შეწყდება, როგორც კი  საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანდება.

ხელშეკრულებაში წერია, რომ „თითოეული ხელშემკვრელი მხარე წაახალისებს და ხელს შეუწყობს მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორის მიერ თავის ტერიტორიაზე ინვესტიციების განხორციელებას და მიიღებს ასეთ ინვესტიციებს მისი კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად“.

ასევე, თითოეული ხელშემკვრელი მხარე თავის ტერიტორიაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტიციებს და ინვესტორებს მათ ინვესტიციებთან მიმართებაში უზრუნველყოფს სამართლიანი და თანაბარი რეჟიმით.

თითოეული ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორებს და მათ ინვესტიციებს, ინვესტიციების განხორციელების, ადმინისტრირების, მართვის, შენარჩუნების, გამოყენების, სარგებლობის, გაყიდვის ან განკარგვის მიზნით, თავის ტერიტორიაზე მიანიჭებს რეჟიმს, რომელიც არანაკლებ ხელსაყრელია, ვიდრე ის რეჟიმი, რომელსაც მსგავს გარემოებებში ის ანიჭებს თავის ინვესტორებს და მათ ინვესტიციებს.

თითოეული ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორებს მათი ინვესტიციების ადმინისტრირების, განხორციელების, მართვის, შენარჩუნების, გამოყენების, სარგებლობის, გაყიდვის ან განკარგვის მიზნით, თავის ტერიტორიაზე მიანიჭებს რეჟიმს, რომელიც არანაკლებ ხელსაყრელია, ვიდრე ის რეჟიმი, რომელსაც მსგავს გარემოებებში ის ანიჭებს მესამე ქვეყნის ინვესტორებს და მათ ინვესტიციებს.

წინამდებარე შეთანხმების ეროვნული და უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმის დებულებები არ ვრცელდება იმ უპირატესობებზე, რომლებიც მინიჭებულია ხელშემკვრელი მხარის მიერ საბაჟო, ეკონომიკური ან სავალუტო კავშირის, ან საერთო ბაზრის ან თავისუფალი სავაჭრო სივრცის წევრობით აღებული ვალდებულებების შესაბამისად.

თუ ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის ინვესტორთა ინვესტიციები მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე განიცდის ზარალს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ომის, შეიარაღებული კონფლიქტის, საგანგებო მდგომარეობის, ამბოხების, აჯანყების, სამოქალაქო არეულობის ან სხვა მსგავსი გარემოების გამო, ზარალის რესტიტუციასთან, ანაზღაურებასთან, კომპენსაციასთან ან სხვაგვარად დაფარვასთან დაკავშირებით, მათ მიენიჭება იმაზე არანაკლებ ხელსაყრელი მოპყრობა, ვიდრე არის მინიჭებული ამ ხელშემკვრელი მხარის მიერ საკუთარი ინვესტორების ან ნებისმიერი მესამე სახელმწიფოს ინვესტორებისთვის, იმისდა მიხედვით, თუ რომელი რეჟიმია უფრო ხელსაყრელი.

წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის შეუზღუდავად, ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის ინვესტორები, რომლებმაც აღნიშნულ პუნქტში მითითებულ რომელიმე გარემოების შემთხვევაში განიცადეს ზარალი მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე:

a. მისი შეიარაღებული ძალების ან ხელისუფლების მიერ მათი ინვესტიციის ან ინვესტიციის ნაწილის რეკვიზიციის შედეგად;

b. მისი შეიარაღებული ძალების ან ხელისუფლების მიერ მათი ინვესტიციის ან ინვესტიციის ნაწილის განადგურების შედეგად, რაც განპირობებული არ იყო საბრძოლო მოქმედებებით და არც შექმნილი მდგომარეობის აუცილებლობით,

იმ ხელშემკვრელი მხარის მიერ, რომლის ტერიტორიაზეც მათ განიცადეს ზარალი, უზრუნველყოფილ იქნებიან რესტიტუციით ან კომპენსაციით.

ხელშემკვრელი მხარეები დაუშვებენ ინვესტიციებთან და ამონაგებთან დაკავშირებული ყველა ტრანსფერის განხორციელებას. ტრანსფერები განხორციელდება თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში და იმ ხელშემკვრელი მხარის კანონებისა და ნორმატიული აქტების შესაბამისად, სადაც ინვესტიციები განხორციელდა ყოველგვარი შეზღუდვისა და დაუსაბუთებელი შეფერხების გარეშე. ასეთი ტრანსფერები მოიცავს.

საინვესტიციო დავების გადაწყვეტა ხელშემკვრელ მხარესა და მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორს შორის

1. წინამდებარე მუხლი შეეხება ერთი ხელშემკვრელ მხარის ინვესტორსა და მეორე ხელშემკვრელ მხარეს შორის სამართლებრივ დავებს, რომლებიც წარმოიშობა ერთი ხელშემკვრელი მხარის ინვესტიციასთან დაკავშირებით მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე. ამგვარი სამართლებრივი დავა შეეხება წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში ხელშემკვრელი მხარის ვალდებულების შესაძლო დარღვევას, რის გამოც მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორი ან მისი ინვესტიცია განიცდის ზარალს ან ზიანს.

2. ნებისმიერი დავა, შესაძლებლობის შემთხვევაში, უნდა გადაწყდეს მეგობრულად, დავაში მონაწილე მხარეებს შორის მოლაპარაკებების გზით.

3. მოლაპარაკებები დაიწყება იმ დღეს, როდესაც ერთი ხელშემკვრელი მხარის მოდავე ინვესტორი მეორე ხელშემკვრელ მხარეს გაუგზავნის წერილობით შეტყობინებას მოლაპარაკებების დაწყების მოთხოვნით. დავის მეგობრულად გადაწყვეტის ხელშეწყობის მიზნით, წერილობით შეტყობინებაში მითითებული უნდა იქნეს ინვესტორის სახელი და მისამართი, მოთხოვნის ფაქტობრივი და სავარაუდო სამართლებრივი საფუძველი და მოთხოვნილი დახმარება.

4. თუ ერთი ხელშემკვრელი მხარის ინვესტორსა და მეორე ხელშემკვრელ მხარეს შორის დავა ვერ გადაწყდება დავის გადაწყვეტის შესახებ წერილობითი შეტყობინებიდან ექვსი თვის განმავლობაში, ინვესტორს უფლება აქვს სადავო საკითხი გადასცეს ასევე:

a. იმ ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ სასამართლოს, რომლის ტერიტორიაზეც განხორციელდა ინვესტიცია; ან

b. საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრს (ICSID), რომელიც შექმნილია „სახელმწიფოებსა და სხვა სახელმწიფოების მოქალაქეთა შორის საინვესტიციო დავების გადაწყვეტის შესახებ“ ვაშინგტონში, 1965 წლის 18 მარტს ხელმოსაწერად გახსნილი კონვენციის დებულებათა შესაბამისად, იმ პირობით, თუ ორივე ხელშემკვრელი მხარე ამ კონვენციის წევრია; ან

c. სპეციალურ საარბიტრაჟო ტრიბუნალს, „საერთაშორისო სავაჭრო სამართლის შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომისიის (UNCITRAL) საარბიტრაჟო წესების შესაბამისად, 2010 წლის რედაქციით. დავაში მონაწილე მხარეები შეიძლება წერილობით შეთანხმდნენ აღნიშნული საარბიტრაჟო წესებისგან თავის არიდებაზე; ან

d. საარბიტრაჟო ტრიბუნალს, რომელიც შექმნილია საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრის სამდივნოს მიერ, სამართალწარმოების ადმინისტრირების მიზნით დამატებითი პროცედურის მარეგულირებელი წესების („ICSID-ის დამატებითი პროცედურის მარეგულირებელი წესები“) შესაბამისად, იმ პირობით, თუ მოდავე ხელშემკვრელი მხარე ან ინვესტორის ხელშემკვრელი მხარე, მაგრამ არა ორივე, „სახელმწიფოებსა და სხვა სახელმწიფოების მოქალაქეთა შორის საინვესტიციო დავების გადაწყვეტის შესახებ“ ვაშინგტონში, 1965 წლის 18 მარტს ხელმოსაწერად გახსნილი კონვენციის მხარეა; ან

e. დავების მოგვარების ნებისმიერ სხვა მექანიზმს დავაში მონაწილე მხარეთა შორის შეთანხმებით.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები