დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს საპენსიო სააგენტოს აქციების პორტფელში Microsoft-ის აქციები წილი 2,8%-ის დონეზეა

საქართველოს საპენსიო სააგენტოს აქციების პორტფელში Microsoft-ის აქციები წილი 2,8%-ის დონეზეა

16-12-2024 10:00:00

როგორც საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული სლაიდებიდან ირკვევა, 2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით სააგენტოს აქციების პორტფელში  Microsoft-ის აქციები 2,8%-ის დონეზეა, რაც გასული თვის მაჩვენებლების იდენტურია. 2024 წლის ოქტომბრის მდგომარეობითაც საპენსიო სააგენტოს პორტფელში Microsoft-ის აქციების წილი 2,8%-ი იყო. 2024 წლის სექტემბერშიც Microsoft-ის წილი 2,8%-ს შეადგენდა, თუმცა 2024 წლის აგვისტოში საპენსიო სააგენტოს პორტფელში Microsoft-ის აქციების წილი 3,2%-ი იყო. ივნისში სააგენტოს პორტფელში Microsoft-ის აქციების წილი 6,8%-ს შეადგენდა.

საგულისხმოა, რომ ნოემბერში Microsoft-ის აქციები სააგენტოს პორტფელში შემავალი TOP 10 კომპანიის წილობრივ მაჩვენებლებში მესამე ადგილზე იყო, ოქტომბერში - მესამე, სექტემბერში - მეორე, ხოლო აგვისტოში პირველ ადგილზე იყო.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები