დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დღეს შოტლანდიას დაუპირისპირდება

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დღეს შოტლანდიას დაუპირისპირდება

26-08-2023 15:52:21

ბორჯღალოსნები მსოფლიო თასის დაწყებამდე ორი კვირით ადრე ედინბურგში, მასპინძელ შოტლანდიასთან ბოლო რეპეტიციას გაივლიან, რის შემდეგაც გეზს საფრანგეთისკენ აიღებენ და ავსტრალიასთან მატჩისთვის ლა როშელში მოემზადებიან. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომპანია „იმედი“ შემოგთავაზებთ.

ბორჯღალოსნები შოტლანდიას მეექვსედ ერკინებიან და ზედიზედ მესამედ ითამაშებენ „მარიფილდზე“, რომელიც სარაგბო მექაა და 67 ათასზე მეტ მაყურებელს იტევს. განვლილ 5 შეხვედრაში საქართველომ შოტლანდიას გაუტანა 4 ლელო, თავად კი 25 გაუშვა. გატანილ-გაშვებული ქულების სხვაობა 48:186-ზეა.

„მარიფილდზე“ თამაში 26 აგვისტოს, საქართველოს დროით 20:30 საათზე დაიწყება. ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა უკვე დაასახელა 23-კაციანი შემადგენლობა.

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. მირიან მოდებაძე, 10. ლუკა მატკავა, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ლადო ჩაჩანიძე, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. მიხეილ გაჩეჩილაძე, 8. თორნიკე ჯალაღონია.

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. გურამ პაპიძე, 19. ლაშა ჯაიანი, 20. სანდრო მამამთავრიშვილი; 21. გელა აფრასიძე, 22. თედო აბჟანდაძე, 23. გიორგი კვესელაძე.

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები