საქართველოს გაეროს ასოციაცია USAID პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ფარგლებში აცხადებს კერძო სექტორში ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამას, რაც ერთი მხრივ კერძო სექტორს/ბიზნესებს საშუალებას მისცემს აიყვანონ სტაჟიორები სხვდასხვა მიმართულებით და მეორე მხრივ სტაჟირების პროგრამაში ჩართულ ახალგაზრდებს სამუშაო პრაქტიკის მიღებაში და კარიერულ განვითარებაში დაეხმარებათ.
რას გულისხმობს სტაჟირების პროგრამა?
სტაჟირების პროგრამის მიზანია ახალგაზრდების მიერ პროფესიული სამუშაო გამოცდილების, სამუშაო ეთიკის და შრომის ბაზარზე მოთხოვნადი უნარ-ჩვევების შეძენა და მათი დასაქმების პერსპექტივის გაუმჯობესება.
„საქართველოს გაეროს ასოციაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ახალგაზრდებში დასაქმების პერსპექტივის გაუმჯობესება და შრომის ბაზარზე მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდაა. ამ მიზნის მისაღწევად, ხელს ვუწყობთ ახალგაზრდებში პროფესიული სამუშაო გამოცდილების, სამუშაო ეთიკის და შრომის ბაზარზე მოთხოვნადი ცოდნის შეძენასა და უნარ-ჩვევების განვითარებას, მეორე მხრივ ამითი მხარს ვუჭერთ იმ ბიზნესებს, რომლებსაც სჭირდებათ დამატებითი კადრები ეფექტურობის გასაზრდელად.” - ამბობს მურო თაკალანძე, საქართველოს გაეროს ასოციაციის კომუნიკაციების მენეჯერი.
სტაჟირების პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ კერძო სექტორის წარმომადგენლებს, როგორც დამსაქმებლები და საქართველოს გაეროს ასოციაციის 15 ახალგაზრდული ცენტრის მონაწილეებს როგორც სტაჟირების პროგრამის მოსარგებლეები.
ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის შესახებ ინფორმაცია კერძო სექტორისთვის
თუ ხარ კერძო სექტორის წარმომადგენელი და გსურს ჩაერთო პროგრამაში, როგორც დამსაქმებელი:
დამსაქმებლებისთვის დეტალური ინფორმაცია იხ. ბროშურაში - ბმული
ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის შესახებ მოსარგებლეებისთვის
პროგრამაში ჩასართველად სტაჟიორი, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
ვაკანსიებზე დასარეგისტრირებლად და სხვა დამატებითი დეტალების გასაგებად საქართველოს გაეროს ასოციაციამ შექმნა სპეციალური პორტალი, სადაც ყველა დაინტერესებულ მხარეს შეუძლია ინფორმაციის მიღება - პორტალი.
უახლესი