Galt & Taggar-ის მიმოხილვის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2023 წლის 7 ნოემბერს 2-წლიანი 40 მლნ ლარის (14.8 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის ბენჩმარკ ბონდები გაყიდა.
ამასთან, მოთხოვნა 3.3-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით, მცირედით, 0.012პპ-ით გაიზარდა და 8.387% შეადგინა.
ასევე, ფინანსთა სამინისტრომ 2023 წლის 7 ნოემბერს 6-თვიანი 20 მლნ ლარის (7.4 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის სახაზინო ვალდებულებები გაყიდა. ამასთან, მოთხოვნა 3.0-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.186პპ-ით შემცირდა და 9.274% შეადგინა.
უახლესი აუქციონი დაგეგმილია 2023 წლის 14 ნოემბერს, სადაც 1-წლიანი 20 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სახაზინო ვალდებულებები და 10-წლიანი 20 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ბენჩმარკ ობლიგაციები გაიყიდება.
უახლესი
3 საათის წინ
მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია დღეს გაიმართება17 საათის წინ
რისი წამალია და როგორ უნდა გამოვიყენოთ პაიდოტერინი?22 საათის წინ
თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად1 დღის წინ
Bitcoin-ის ფასი რეკორდული ზრდის შემდეგ ეცემა