საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ამ მიმართულებით საინტერესო ღონისძიებების პარტნიორობას და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ციფრული პროდუქტების მენეჯმენტის რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენცია - ProdAct Conference 2024 - Tomorrow Of Digital Products, 8 სექტემბერს, თბილისში, სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში ჩატარდება.
ProdAct Conference 2024 მიზანია ციფრული პროდუქტებისა და მათი მენეჯმენტის ამჟამინდელი და მომავლის ტენდენციების გაცნობა.
ProdAct Conference 2024 - ზე 30 - მდე საერთაშორისო სპიკერი იქნება წარმოდგენილი, მათ შორის ისეთი საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლები როგორებიცაა: Google, Adobe, Spotify, საქართელოს ბანკი და სხვა. სპიკერები ისაუბრებენ ისეთ თემებზე, როგორიცა თუ რა ტრენდები იქნება აქტუალური სამომავლოდ, როგორ იცვლება მომხმარებელთა ქცევა, როგორი პროდუქტები იქნება მოთხოვნადი, როგორ შეიცვლება პროდუქტის შექმნაში ჩართული რგოლების როლები და მიდგომები, ასევე როგორ მიმდინარეობს ტრანსფორმაციის პროცესი კომპანიებში და რა ძირითადი უნარები იქნება მოთხოვნადი ამ სფეროში.
კონფერენციის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ პრეზენტაციებს, პანელურ დისკუსიებს, პრაქტიკულ ვორქშოფებსა და მასტერკლასებს. ასევე პირადად შეხვდნენ ადამიანებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ციფრული პროექტების შექმნასა და ციფრულ ტრანსფორმაციაში.
კონფერენციაზე მოწვეულ სპიკერებს შორის არიან საქართველოს ბანკის Digital Cluster Product Owner - ლუკა ქობალია და გადახდების მართვის თრაიბის ლიდერი ელენე ჯოხაძე. ლუკა პერსონიფიცირებული და მონაცემების სხარტი ანალიზით შექმნილ ციფრულ შეთავაზებებზე, ელენე კი გადახდების ინოვაციურ გზებზე ისაუბრებს.
„მოხარული ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით საქართველოში უკვე მეორედ ტარდება საერთაშორისო ProdAct Conference 2024. საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურად უჭერს მხარს ამ სფეროს განვითარებას საქართველოში. საქართველოს ბანკის სპიკერები ისაუბრებენ და დამსწრე აუდიტორიას გაუზიარებენ ცოდნას და გამოცდილებას იმ პროდუქტების შესახებ, რომლებიც საქართველოს ბანკის გუნდმა პერსონიფიცირებული და სხარტი ანალიზის შედეგად შექმნა და ასევე, იმ ინოვაციურ პროდუქტებზე, რომლებზეც ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს. ჩვენ აქ არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ რათა, ერთის მხრივ შევქმნათ მომხმარებლის საჭიროებებზე და ინტერესებზე მორგებული პროდუქტები თუ სერვისები, რაც საბანკო ოპერაციების განხორციელების პროცესს მნიშვნელოვნად გაამარტივებს. მეორეს მხრივ კი, საქართველოში ციფრული პროდუქტების და ინოვაციების შექმნას და ამ სფეროს გაძლიერებას შევუწყოთ ხელი “,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ღონისძიების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს. ბილეთები კი შეგიძლიათ შეიძინოთ აქ.
უახლესი
3 საათის წინ
ნოემბერში სებ-მა რეზერვები 85.7 მლნ დოლარით შეავსო4 საათის წინ
ნამიბია - ქართული ლოკოკინის ახალი საექსპორტო ბაზარი