დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოდან ცხვრის ექსპორტი რეკორდულადაა გაზრდილი

საქართველოდან ცხვრის ექსპორტი რეკორდულადაა გაზრდილი

07-11-2023 10:00:48

საქართველოდან ცხვრის ექსპორტი რეკორდულადაა გაზრდილი. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში  ექსპორტზე 32,497.65 ათასი დოლარის ღირებულების 11,526.66 ტონა ცხვარი გავიდა. ეს მაჩვენებლები კი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ღირებულებით ნაწილში 94%-იან ზრდას აჩვენებს, ხოლო მოცულობის მხრივ 99%-იან ზრდას. ბოლო წლების სტატისტიკას თუ გადავხედავთ ცხვრის ექსპორტის კუთხით 2023 წელი არსებული მაჩვენებლებითაც უკვე რეკორდულია.

 2023 წლის 9 თვის სტატისტიკით საქართველოსთვის ცხვრის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი აზერბაიჯანია. სწორედ ამ ქვეყანაზე მოდის ექსპორტის 43% (ღირებულებით ჭრილში), ხოლო მოცულობების მხრივ 54%-ი.

2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ ცოცხალი ცხვრების და თხების ექსპორტი 8 ბაზარზე მოახდინა:

აზერბაიჯანი - 14,001.83 ათასი დოლარი - 6,250.48 ტონა,

საუდის არაბეთი -  8,924.46 ათასი დოლარი - 1,947.72 ტონა,

ერაყი - 5,005.27 ათასი დოლარი - 1,964.71 ტონა,

ქუვეითი - 2,948.28 ათასი დოლარი - 792.52 ტონა,

კატარი - 704.25 ათასი დოლარი - 163.54 ტონა,

არაბთა გაერთიანებული საამიროები - 480.53 ათასი დოლარი - 257.12 ტონა,

ირანი - 317.35 ათასი დოლარი  - 112.00 ტონა,

ლიბანი - 115.68 ათასი დოლარი - 38.56 ტონა.

აზერბაიჯანმა ნომერ პირველი საექსპორტო ბაზრის სტატუსი 2022 წლიდან დაიბრუნა, 2020-2021 წლების სტატისტიკით ქართული ცხვრისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი საუდის არაბეთი იყო. 2018-2019 წლებში პირველობას აზერბაიჯანი ფლობდა, ხოლო 2017 წელს საუდის არაბეთი.
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები