Global Passport Ranking-ში ქართული პასპორტის რეიტინგი 6 პოზიციით გაუმჯობესდა. Global Passport Ranking, რომელსაც Henley & Partners-ი ადგენს, საქართველო 2024 წლის მიმდინარე მაჩვენებლებით 44-ე ადგილზეა და მის მოქალაქეებს უვიზოდ შესვა 122 ქვეყანაში შეუძლიათ. გასული წლის ანალოგიური პერიოდის რეიტინგში კი საქართველოს პასპორტი 50-ე ადგილზე იყო და იმ დროისათვის საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ შესვლა 116 ქვეყანაში შეეძლოთ.
Global Passport Ranking-ში პირველ ადგილზე სინგაპურის პასპორტია, რომლის მოქალაქეებსაც უვიზოდ მოგზაურობა 195 ქვეყანაში შეუძლიათ. მეორე ადგილს 5 ქვეყანა ინაწილებს, რომელთა მოქალაქეებსაც უვიზოდ გადაადგილება 192 ქვეყანაში შეუძლიათ. ეს ხუთი ქვეყანა კი არის საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, ესპანეთი.
ყველაზე ძლიერი პასპორტის მქონე ქვეყნების ჩამონათვალში მესამე პოზიციაზე 7 ქვეყანაა: ავსტრია, ფინეთი, ირლანდია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, სამხრეთ კორეა და შვედეთი. ამ ქვეყნების მოქალაქეებს უვიზოდ შესვლა მსოფლიოს 191 ქვეყანაში შეუძლიათ.
მეოთხე პოზიციაზე 6 ქვეყანაა: ბელგია, დანია, ახალი ზელანდია, ნორვეგია, შვეიცარია დიდი ბრიტანეთი. აქ ქვეყნების მოქალაქეები უვიზოდ 190 ქვეყანაში შედიან.
TOP-5-ში ბოლო პოზიციაზე ავსტრალია და პორტუგალია არიან, რომელთა პასპორტის მქონე მოქალაქეებს უვიზოდ გადაადგილება 189 ქვეყანაში შეუძლიათ.
აღანიშნავია, რომ Henley & Partners-ი პასპორტების ინდექსს 2018 წლიდან ყოველ კვარტალში აახლებს და მისი მიზანი უვიზოდ ქვეყნებში გადაადგილების შესაძლებლობაზე ინფორმირებაა.
უახლესი
11 წუთის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა2 საათის წინ
SOCAR-ი მწვანე ობლიგაციების გამოშვებას იწყებს3 საათის წინ
საერთაშორისო ბაზარზე ოქროს ფასი იზრდება