2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 17 786.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 16.2 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 5 102.7 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 12.5 პროცენტით), ხოლო იმპორტი 12 683.4 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 17.8 პროცენტით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში 7 580.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.6 პროცენტია.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 20 ნოემბერს.
უახლესი
4 საათის წინ
მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია დღეს გაიმართება18 საათის წინ
რისი წამალია და როგორ უნდა გამოვიყენოთ პაიდოტერინი?23 საათის წინ
თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად1 დღის წინ
Bitcoin-ის ფასი რეკორდული ზრდის შემდეგ ეცემა