საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პირთა ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქვემო ქართლის რეგიონში, ბრალდებულების საცხოვრებელი სახლებიდან, ამოღებულ იქნა, სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების ჯამში 83 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება შეადგენს 403 600 ლარს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8-წლამდე ვადით.
უახლესი
2 საათის წინ
„ჰენდი“ ასორტიმენტს აფართოებს