დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველო 6 წამყვან ექსკლუზიურ ქვეყანას შორის არის, რომლებმაც ფრირაიდის მსოფლიო ტურის  ჩატარების უფლება მიიღეს - ირაკლი ბურჭულაძე

საქართველო 6 წამყვან ექსკლუზიურ ქვეყანას შორის არის, რომლებმაც ფრირაიდის მსოფლიო ტურის  ჩატარების უფლება მიიღეს - ირაკლი ბურჭულაძე

30-01-2025 11:59:00

ფრირაიდის მსოფლიო ტური უკვე მეორედ  კურორტ თეთნულდზე ჩატარდება. საქართველო 6 წამყვან ექსკლუზიურ ქვეყანას შორის არის: (კანადა, საფრანგეთი, ესპანეთი, შვეიცარია, ავსტრია და საქართველო), რომლებსაც ფრირაიდის მსოფლიო ტურის  ჩატარების უფლება ხვდა წილად.

„თეთნულდზე Freeride World Tour, რომელიც არის დიდი ღონისძიება და წინა წელს პირველი სერია ჩავატარეთ, რომელმაც საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოუტანა საქართველოს და ჩვენ ვაგრძელებთ ამ სერიას. 4 წლიანი კონტრაქტი გაქვს Freeride World Tour-თან. 6 ექსკლუზიურ ქვეყანას შორის ვართ, რომლებიც არიან წამყვანი ქვეყნები ისეთი როგორიც არის შვეიცარია, საფრანგეთი, ავსტრია, კანადა, ესპანეთი. სასიხარულოა, რომ 6 ექსკლუზიურ ქვეყანას შორის არის საქართველო. 300 მლნ-მდე მაყურებლამდე ფარავს, როგორც სოცმედიაში და დიჯიტალის მიმართულებით და ტელევიზიის მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა 300 მლნ-მდე მაყურებელი სვანეთის ხედავს და შუქდება“, - აღნიშნა  „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირექტორმა ირაკლი ბურჭულაძემ.

ფრირაიდი არის ახალი მიმართულება მსოფლიოში დიდი პოტენციალით. ფრირაიდის მსოფლიო ტური 300 მლ. (100 TV, 200 Digital) მაყურებელს ფარავს, აღნიშნული ღონისძიება უმნიშვნელოვანესია ზამთრის სპორტისა და ტურიზმის განვითარებისთვის.

ღონისძიების მაღალი სტანდარტით ჩატარება, კი  წარმოაჩენს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოტენციალს საერთაშორისო მასშტაბით. გაზრდის საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების ცნობადობას ახალი მიმართულებით და უფრო მიმზიდველს გახდის  ადგილობრივი და უცხოელი დამსვენებლებისა და ინვესტორებისთვის, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებასა და შესაბამისი საინვესტიციო გარემოს შექმნას.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

5 საათის წინ

ლარი გამყარდა

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები