ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2024 წელს გაცემულია 12 080 ნებართვა (წინა წელთან შედარებით 7.1 პროცენტით მეტი) 12 040.4 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 28.4 პროცენტით მეტი) შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.
საქსტატის ინფორმაციით, ნებართვების 73.5 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 46.8 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 10.5 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე, 8.2 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე და 8.0 პროცენტი - კახეთის რეგიონზე.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლოსამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.
უახლესი
3 საათის წინ
ევროზონაში უმუშევრობა 6,3%-მდე გაიზარდა5 საათის წინ
ლარი გამყარდა